თურქეთის რეფერენდუმი, შედეგები და სამომავლო პერსპექტივა

ნდრ16 აპრილს თურქეთი საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ არჩევანს აკეთებდა – საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემას შორის. რეფერენდუმს წინ უძღოდა განახლებული ომი ქურთებთან, ეკონომიკური კრიზისი, აფეთქებები და ბურუსით მოცული 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა, რომელიც დღევანდელ თურქეთში ასე პოპულარულ, სამშობლოსათვის დაცემულ მოწამეთა ქარავნის პროპაგანდის ფარგლებში, ეროვნული ნების გამოხატულებად და ხალხის გმირულ წინააღმდეგობად იქნა მონათლული.

საპარლამენტო სისტემა ქვეყნის ერთობისა და სიმტკიცის წინააღმდეგ მიმართულ ატავიზმად მოინათლა და პანაცეად საპრეზიდენტო სისტემის „თურქული მოდელი“ გამოცხადდა, ხოლო ერდოღანისტული მედია გაივსო პროპაგანდით იმის შესახებ, თუ როგორ იმართება მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყანა საპრეზიდენტო სისტემით. რა არის „თურქული ტიპის“ საპრეზიდენტო სისტემა? არა ის, რაც სხვა საპრეზიდენტო სისტემები, პრეზიდენტი არის პარტიული, ნიშნავს მინისტრებს, უმაღლესი და მაღალი რანგის მოსამართლეებს(უფრო ზუსტად ნაწილს ნიშნავს პრეზიდენტი, ნაწილს პარტია, რომელსაც უმრავლესობა აქვს პარლამენტში), აქვს უფლება შეცვალოს ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფა, გამოსცეს კანონები და ვეტო დაადოს პარლამენტის გადაწყვეტილებებს, რომელსაც თავის მხრივ უფლება არ აქვს პრეზიდენტის რაიმე გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს, აქვს უფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თავად შეადგინოს ბიუჯეტი, გამოსცეს ფირმანები პარლამენტის და ხალხის გვერდის ავლით, სარგებლობს სრული საკანონმდებლო იმუნიტეტით სიცოცხლის ბოლომდე, აქვს უფლება დანიშნოს ერთი ან მეტი ვიცე-პრეზიდენტი და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პრეზიდენტი ორი ხუთწლიანი ვადით შეიძლება აირჩეს, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ვადა არ ჩაითვლება და პრეზიდენტს შეეძლება კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი…  ანუ როგორც ვხედავთ, „თურქული ტიპის“ საპრეზიდენტო სისტემას ბევრად მეტი აქვს საერთო ახლო აღმოსავლურ დიქტატურასთან ვიდრე ევროპა-ამერიკის საპრეზიდენტო რესპუბლიკებთან.

წინასარეფერენდუმო პროცესმა სასტიკი რეპრესიების პირობებში ჩაიარა; გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დააპატიმრეს ათასობით ადამიანი, “ტერორიზმის“ და „გულენისტობის“ ბრალდებით, მათ შორის სიდიდით მესამე – ხალხთა დემოკრატიული პარტიის ლიდერები, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში 85 ქალაქსა და დაბაში არჩეული მერების მაგივრად ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელეები დანიშნეს. სახელმწიფო სამსახურიდან გააგდეს ასეულათასობით ადამიანი, დაიხურა არაერთი გაზეთი, რადიო და ტელევიზია, დააპატიმრეს ასობით ჟურნალისტი, რამდენიმე ქალაქი ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით მიწასთან გაასწორეს. მიუხედავად ამისა, ერდოღანი გრძნობდა, რომ ხალხის მხარდაჭერა მისი პარტიისა და პიროვნების მიმართ სავარაუდოდ საკმარისი არ იქნებოდა და მას შემდეგ, რაც ნათლად გამოჩნდა, რომ ქურთული წარმოშობის ამომრჩევლის იმედი ერდოღანს ნაკლებად უნდა ჰქონოდა, დაიწყო ახალი მოკავშირის ძებნა და ასეთი მალევე იპოვა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (Milliyetçi Hareket Partisi – MHP) სკამშერყეული ლიდერის – დევლეთ ბაჰჩელის სახით, რომელსაც სწორედ იმ მომენტში სერიოზული პრობლემები ჰქონდა თანამდებობის შენარჩუნების მხრივ და მხოლოდ ერდოღანის ღია მხარდაჭერით (რაც პოლიციის შიდაპარტიული ოპოზიციის კონგრესზე თავდასხმასაც მოიცავდა) მოახერხა და პარტიის ლიდერად დარჩა. ერდოღანს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს ქურთისტანის ჰეზბოლად წოდებული ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკურმა ფრთამ HÜDA-PAR-მა და ისლამოფაშისტურმა დიდი ერთობის პარტიამ (Büyük Birlik Partisi – BBP). ყველა ამ პარტიამ ერთად, არჩევნებში ხმათა 63% მიიღო – ერდოღანს რეფერენდუმში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების პერსპექტივა გაუჩნდა.

მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც ერდოღანი ელოდა – ხალხთა დემოკრატიული პარტიის შიგნით შიდაპარტიული დემოკრატიის დონე იმაზე მაღალი გამოდგა ვიდრე ვინმე ელოდა და მიუხედავად უმძიმესი პირობებისა, პარტიამ მოახერხა გაეგრძელებინა ფუნქციონირება და შეენარჩუნებინა მხარდამჭერთა ბაზა; ხოლო ნაციონალისტური ფრთიდან, მიუხედავად ლიდერების ერდოღანთან გარიგებისა, პარტიების ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ერდოღანმა ოპოზიცია ტერორისტად, სამშობლოს მოღალატედ, ურჯულოდ და ა.შ. გამოაცხადა, მობილიზებული იქნა სახელმწიფო რესურსი, წავიდა გამალებული მოლაპარაკებები ქურთული აშირეთების(კლანების) ლიდერებთან, კირკუკის თურქული მოსახლეობა კი მასუდ ბარზანის მიერ ერდოღანისათვის მხარდაჭერის გამოცხადებას მსხვერპლად შეეწირა, რამაც უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია ნაციონალისტებს შორის. ყველაფერს კი მოჰყვა პროვოკაცია ჰოლანდიაში, სადაც ცხადია იყო, რომ ულტრამემარჯვენე გეერტ ვილდერსის მოსალოდნელი წარმატების პერსპექტივით შეშფოთებული პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე უმკაცრეს პასუხს გასცემდა ჰოლანდიის პუბლიკაში არცთუ პოპულარული, ერდოღანის მომხრე თურქი პოლიტიკოსების ნებისმიერ მცდელობას ეწარმოებინათ წინასარეფერენდუმო კამპანია ჰოლანდიის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ოპოზიციურ ბანაკს, მათ უმძიმეს პირობებში მოუწიათ მუშაობა – შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი თავდასხმები, ბროშურების და ა.შ. კონფისკაცია, შეზღუდული რესურსები…  მიუხედავად ამისა, ოპოზიციურმა ბანაკმა წარმატებით გაიარა ტესტი იმ კუთხით, რომ მან შეძლო გაეერთიანებინა ქურთები, ქემალისტები, ნაციონალისტები, მემარცხენეები და საკმაოდ ბევრი ისლამისტი ან უბრალოდ მორწმუნე, რომლებიც თვლიან, რომ ერდოღანის კულტი ანტიისლამურია და კერპთაყვანისმცემლობისგან არაფრით განსხვავდება.

16 აპრილს უკვე ცხადად წარმოჩნდა, რომ ,,არას“ წარმატების შანსები მაღალი იყო, თუმცა ხელისუფლება გარისკვას არ აპირებდა და ასეც მოხდა. დილიდანვე ქურთულ რეგიონებში საარჩევნო უბნებში ჯარი, პოლიცია და სასოფლო მილიციები ჩადგნენ, ხოლო ბევრგან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლები უბრალოდ დააპატიმრეს. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში კი კარუსელები, ქრთამი და მსგავსი დარღვევები ჩვეულებრივი ამბავი იყო. მიუხედავად ამისა, ჩანდა, რომ სიტუაცია ისე არ იყო, როგორც ზოგს უნდოდა და აი მაშინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2 მილიონამდე უბეჭდო და უხელმოწერო ბიულეტენი, მიუხედავად კანონმდებლობისა, ვარგისად ჩათვალა. მთავრობის მომხრე მედიამ კი ფართო მანიპულაცია დაიწყო – პირველად გამოცხადდა მთავრობის მომხრე პროვინციების შედეგები, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, პირველად შედეგად 66% ,,დიახ“ გამოცხადდა…  საბოლოო შედეგი კი 51 % გახლდათ, ისიც უზარმაზარი გაყალბებების შედეგად. დიდი ქალაქებიდან  სტამბოლი, ანკარა, იზმირი, ანტალია, დიარბაქირი, ვანი, მარდინი, მერსინი და ადანა  კონტიტუციური ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ, ბურსაში კი ერდოღანის მომხრეებმა მხოლოდ 4 პროცენტის სხვაობით გაიმარჯვეს. ქურთების ორმა მესამედმა,ყველაფრის მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, იქ ცხადი იყო, რომ ეს ადგილობრივი აშირეთებთან(ქურთული კლანები) და რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებთან ვაჭრობის შედეგი იყო.

ხოლო ნაციონალისტებიდან, დევლეთ ბაჰჩელის და მისი უახლოესი ფიგურების გარდა არავინ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – 11 პროცენტი „კი“-ს პოტენციალის მქონე ხმებიდან ერდოღანმა ფაქტობრივად ვერაფერი ვერ მიიღო.

რეფერენდუმის შედეგი ერდოღანმა, მისმა მომხრეებმა და დაქვმდებარებულმა მედიამ დიდ გამარჯვებად მონათლა, მაგრამ სხვა დროს გაბადრული ერდოღანის მომხრეებიდან თითქმის არავინ გასულა საზეიმოდ, ტელევიზიაშიც ერდოღანის აგრესიული და ჩვენებური სიტყვებით რომ ვთქვათ მოძველბიჭო ტონიც ძალიან ცალყბა იყო – ნათლად ჩანდა, რომ რეფერენდუმი არა ერდოღანმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოიგო.

რა მოხდება? მოკლევადიან პერსპექტივაში ერდოღანი გააგრძელებს რეპრესიებს, რომელთა პირველი სამიზნეც სავარაუდოდ მემარჯვენე-ნაციონალისტი ფიგურები:
# უმით ოზდაღი (პროფესორი, 1961 წლის გადატრიალების ლიდერებიდან პოლკოვნიკ მუზაფერ ოზდაღის ვაჟი და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ერთერთი წონიანი ფიგურა, დევლეთ ბაჰჩელის უმნიშვნელოვანესი კონკურენტებიდან).
# მერალ აქშენერი (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დევლეთ ბაჰჩელის წინააღმდეგ მიმართული შიდაპარტიული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი).
# მანსურ იავაში (ბეიფაზარის ყოფილი მერი და ანკარის მერობის კანდიდატი 2014 წლის არჩევნებზე.) და სხვები იქნებიან, რადგანაც მათ აქვთ პოტენციალი, რომ გარდა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ამომრჩევლისა, ბევრი ნაკლებად რელიგიური და ზომიერი ერდოღანის ამჟამინდელი მომხრეც გადაიბირონ. სავარაუდოდ დღის წესრიგში ისევ შემოვა ხალხთა დემოკრატიული პარტიის დახურვა და ქურთების პარლამენტიდან გარეკვის საკითხი, ასევე სავარაუდოდ დაიწყება მნიშვნელოვანი რეპრესიები ალევი სასულიერო პირების და საერო ორგანიზაციების მიმართ, რადგანაც, ნეო-ოსმალური რეფლექსით, ერდოღანი ისევე უყურებს ალევიტებს, როგორც სულთნები მათ წინაპარ ყიზილბაშებს (მეხუთე კოლონა,ურჯულოები და ა.შ.) ევროპასთან ურთიერთობები სავარაუდოდ ისევ და ისევ პოპულისტურ ნიადაგზე, შესაძლოა იქამდეც კი მივიდეს, რომ ერდოღანმა, თავისი შეთქმულების თეორიებით გაჯერებული პროპაგანდის გასამყარებლად, ევროპა სანქციების დაწესებამდეც კი მიიყვანოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი პროგნოზი არცთუ სახარბიელოა – საგანგებო მდგომარეობის პირობებში(რომელიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კიდევ გაგრძელდება) ტურიზმი და ინვესტიციები უდიდესი დარტყმის ქვეშაა, ამას ემატება გართულებული საგარეო ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგების პერსპექტივაც ჰორიზონტზე არ ჩანს, შესაბამისად გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი, რომლის დასაწყისიც უკვე თვალშისაცემია უკვე რეალურზე რეალური ალბათობაა.  თურქეთის არმიის სირიულმა თავგადასავალმა და ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ომის მსვლელობამ კი აჩვენა, რომ თურქეთის არმიას არ შესწევს იმის ძალა, რომ ზემოთ ნახსენებ რომელიმე კონფლიქტში სამხედრო წარმატება მოიპოვოს, მით უფრო გამწვავებული  ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ნაციონალისტების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სამშვიდობო პროცესის დამთავრებამ კი ქურთებსა და ერდოღანს შორის ხიდი საბოლოოდ ჩატეხა, ხოლო მის მიერ ქურთების შემორიგების მიზნით გამოყენებულ პან-ისლამისტურ რიტორიკას დიდი პერსპექტივა არ აქვს რადგანაც ქურთების საკმაო ნაწილი უკვე ადგილობრივ, ნაციონალისტურ-რელიგიურ ჯგუფებს უფრო დიდი სიმპათიით უყურებს ვიდრე სახელმწიფოს კუთვნილ მეჩეთებს და ოფიციალურ ისლამს. ხოლო საზოგადოების 50-50%ზე პოლარიზება გზას უხსნის სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას, რომლის შედეგიც დიდი ალბათობით 2012 წლის ეგვიპტის მოვლენების მსგავსი იქნება, ტრაგიკული შედეგით და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მატარებელი დიქტატორით, რომელიც ამჯერად „ტრადიციონალისტ“ და „რელიგიურ“ თურქებზე იყრის ჯავრს.

სანდრო ბაკურაძე

თურქოლოგი, ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

Advertisements

პეტრა კელი – პოლიტიკა და ეკოლოგია

stiftung_petra_kelly

 

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ევროპელი ეკოფემინისტის, 80-იან წლებში გფრ-ის ბუნდესტაგის დეპუტატის პეტრა კელის მიმართვის ტექსტს, რომელიც მან 1991 წელს მექსიკაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხა. ტექსტში მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის მწვანეთა მოძრაობის ძირითადი გამოწვევებია წარმოჩენილი. თარგმანი გამოქვეყნდა “კავკასიური სახლისა” და ჰბფ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ გამოცემულ წიგნში “მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“.


Continue reading

პროტესტი შუახევის მუნიციპალიტეტში

200px-Shuakhevis_gerbiშუახევის რაიონ სოფელ მახალაკიძეებში 11-20 აგვისტოს საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მოსახლეობამ შეაჩერა შუახევი ჰესისთვის სოფელში მიმდინარე გვირაბის მშენებლობა. მობილიზებული იყო პოლიცია და წინა აქციის დროს მონაწილეების მიმართ მუქარის მიხედვით, რომ პროტესტის შემთხვევაში მათზე გამოიყენებდნენ ძალას და დაშლიდნენ, მოსახლეობა პოლიციისა და სპეც. რაზმის მიერ მსგავსი ქმედების მოლოდინში იყო აქციის დაწყებისთანავე. პოლიციამ სცადა მოსახლეობის ძალით დაშლა, თუმცა ადგილობრივებს ამ ქმედების გამო საპროტესტო ადგილი არ დაუტოვებიათ. Continue reading

სოფელი იელის(სვანეთი) მოსახლეობის პროტესტი

igor-melika-kavkaz-georgia-svaneti-1-10-07-2013-58c

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,  უკვე ერთ კვირაზე  მეტია, რაც მესტიის რაიონ წვირმის  თემში, კონკრეტულად სოფელ იელში,   ჩინურმა კომპანიამ დაიწყო ოქროს მოპოვებითი სამუშაოების  წარმოება მდინარე ენგურზე. სოფელში ტექნიკა შეიყვანეს ღამით უშიშროების თანამშრომელთა თანხლებით, სამუშაოები მიმდინარეობს განუწყვეტლივ 24 საათიან რეჟიმში,  გადათხრილია მთლიანად სოფლის მიმდებარე ტერიტორია, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:  რადგან  არ მოხდა მათი ინფორმირება. კომპანიამ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მათ ჰქონდათ ნებართვა  სამუშაოების ჩასატარებლად სოფელ იელში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს დამოვითხოვეთ ადგილზე გადაემოწმებინათ, ჰქონდა თუ არა რეალურად კომპანიას ლიცენზია ოქროს მოპოვებითი სამუშაოების საწარმოებლად, შესაბამისად მივიღეთ  დაპირება სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებიდან მათი წარმომადგენლების გაგზავნისა,თუმცა დღეს გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტოდან ადგილზე არ მომხდარა  საკითხის შესწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ რეესტრში ინფორმაციის გადამოწმების შედეგად მოგვაწოდა ცნობა რომ არსებობს   15 წლიანი ლიცენზია კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე, (მესტიის რ-ნი) რომელიც გაცემულია 2005 წელს . ლიცეზიის მფლობელია საზოგადოება ოპტიკალ სისტემს, ინკ, აშშ. კომპანიის დირექტორი და მფლობელი – ლინა მა, ჩინეთი,განმცხადებელია ვლადიმერ ფანგანი.

ამ წუთებში,  ზემო სვანეთის სხვადასხვა თემიდან სოფელ იელში მობილიზებულია მოსახლეობა,  ისინი ითხოვენ სასწარაფო წესით სამუშაოების გაჩერებასა და რეაგირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უშუალოდ პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებისგან . წინააღმდეგ შემთხვევაში,  საპროტესტო დემონსტრაცია მიიღებს პერმანენტულ სახეს,  რადგან როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან პროექტის სამოქმედო არეალი გაცილებით მასშტაბურია და მოიცავს მთლიანად ენგურის ხეობას და მიმდებრე თემებს.

ჩვენ, მოძრაობა“ მწვანე მუშტი„ მხარს ვუჭერთ  ადგილობრივი მოსახეობის მოთხოვნას და  უმოკლეს ვადაში მოვითხოვთ სამუშაოების გაჩერებას სოფელ იელში, ასევე ვაპირებთ საპროტესტო კამპანიის წამოწყებას  ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

გაფიცვის მე-15 დღე ტყიბულში

ფოტო "ლიბერალის" ვებგვერდიდან

ფოტო “ლიბერალის” ვებგვერდიდან

გაფიცვის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ტყიბულში იმყოფებიან “მწვანე მუშტისა” და “თვითორგანიზების ქსელის” აქტივისტები. ტყიბულელებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით თბილისის ცენტრში გამართული დემონსტრაციის შემდეგ ჩვენმა მოძრაობამ მოახერხა მრავალრიცხვოვანი შემადგენლობით ტყიბულში გამგზავრება.

28 თებერვალს, გაფიცვის მეთხუთმეტე დღეს “მწვანე მუშტის” ათზე მეტი აქტივისტი შეუერთდა ტყიბულის ცენტრში გამართულ მუშათა გამოსვლას. გთავაზობთ ხატია მაღლაფერიძის მიერ შეგროვილ მასალებს: Continue reading

Gürcü hareketi “Yeşil yumruk” – Artvin halkı yalnız değildir. “მწვანე მუშტი” სოლიდარობას უცხადებს ართვინის მოსახლეობას

bQMUVmZRJKVESvN-800x450-noPad

Günlerdir Artvin halkı, Cerattepe Bölgesine, Artvin’e ve bütün Karadeniz’e büyük ekolojik tehlik oluşturan, AKP hükümetine yakınlıği ile tanınan Cengiz Holding tarafından yürütülen madencilik çalışmalarına karşı direniyor. Halkın direnişine cevap olarak AKP hükümeti bölgeye çok sayda çevik kuvvet polisi ile asker nakletti, Artvin valılığı ise şehre girişi yasaklayan genelge yayınladı. Dairenişe destek verme amacıyla Artvin’e ulaşan aktivistleri taşyıan otobüslerin polislerce durdurulma ve direnişçilere polis saldırısı ile ilgili haberler de bize ulaştırıldı. Biz, çevreci hareket – ‘Yeşil Direniş – Yeşil Yumruk’, her türlü rantçılığa, doğa katliamlara, vahşi kapitalizme karşı mücadelede Artvin halkının yanındayız ve Cerattepe direnişini tamamen destekliyoruz. Artvin halkı yalnız değildir

დღეებია ართვინის მოსახლეობა, ჯერათთეფეს რეგიონში ართვინისა და მთელი შავიზღვისპირეთისათვის დიდი საფრთხის შემცველი, აკფ-ს მთავრობასთან სიახლოვით ცნობილი ჯენგიზ ჰოლდინგის მიერ დაწყებული სამთa-მადნო სამუშაოების წინააღმდეგ იბრძვის. ხალხის წინააღმდეგობის პასუხად აქფ-ს მთავრობამ რეგიონში დიდი ოდენობით სპეცრაზმელი და სამხედრო გადასხა, ართვინის გუბერნატორმა კი ქალაქში შესვლის ამკრძალავი განკარგულება გამოსცა. ჩვენამდე ასევე მოაღწია ამბებმა,რომ მანიფესტანტებს პოლიცია დაესხა თავს და ასევე,ის ავტობუსები, რომლითაც ართვინში სოლიდარობის გამოსახატად მიმავალი აქტივისტები ისხდნენ, პოლიციამ გააჩერა. ჩვენ – მოძრაობა “მწვანე მუშტი” ყოველგვარი ველური კაპიტალიზმის და ბუნების წინააღმდეგ მიმართლი დანაშაულების წინააღმდეგ მიმართულ წინააღმდეგობაში ართვინელების გვერდით ვართ და ჯერათთეფეს წინააღმდეგობას სრულიად ვუჭერთ მხარს. ართვინელები მარტო არ არიან.

 

 

http://www.hurriyetdailynews.com/Default.aspx?PageID=428&VideoID=860

 

 

გაფიცულების შავი ჩაიდანი

 გიორგი ფირცხალაიშვილი12743760_1035242283186045_8048586827038467197_n

ფოტო:ხატია მაღლაფერიძე

მინის ტარის ქარხნის წინ, გზის გადაღმა დიდი სამხედრო კარავი დგას. კარავში ერთ კვირაზე მეტია ქარხნის გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც ხელფასის მომატებას მოითხოვენ ღამეს მონაცვლეობით ათევენ. კარვის გვერდით საპროტესტო დღეების განმავლობაში დაგროვებული ნაცრის გროვაა. ცეცხლი ჩამქრალია. კვამლი ოდნავ ბჟუტავს. გაფიცულების განწყობა არ ემთხვევა ზემოთ აღწერილს, მათი ცეცხლი კვლავაც ძლიერი და იმედიანია. ნაცარში შავი გამურული ჩაიდანი დევს. ჩვენი მეგობრის და მისი ფოტოაპარატის მზერა ჩაიდნისკენაა მიმართული.

– ამ ჩაიდანს ჩვენს მოთხოვნებს, რომ დააკმაყოფილებენ შიგნით შევიტანთ, ქარხანაში. შემოსასვლელში დავკიდებთ, რათა გვახსოვდეს… ღამეები ამ ჩაიდანმა გადაგვატანინა. – ნახევრად ხუმრობით ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. ჩვენი მეგობარი პირობებზე და ხელფასზე ეკითხება.

– ჩემი პირობებით არ ვარ უკმაყოფილო. ჩემი ოთახი მაქვს კომფორტული, კონდიციონერით, მაცივრით, არც ხელფასი მაქვს დაბალი, მაგრამ სხვები ძალიან მძიმე პირობებში არიან. ღუმელთან 40 გრადუსში უწევთ მუშაობა. სხვანაირად არ შეიძლება, მეც მათ გვერდით დავდექი.

ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებული გაფიცვებიდან ეს გამორჩეულია თავისი ერთსულოვნებით, გაუტეხაობით და შეკრულობით.

– ქათქათა თეთრი იყო, ჩვენ გავაშავეთ. – ჩაიდანზე მიუთითებს მეორე გაფიცული და თან იღიმის.

– ეგ გარედანაა შავი, თორე შიგნიდან სუფთაა! ამ ჩაიდანმა ათი კილო, ლიტრი კიარა, 10 კილო ყავა მოადუღა. – ამატებს იგივე გაფიცული.

ნაცარში ამოგანგლული გამურული ჩაიდანი სიმბოლური მატიანეა. თითქოს თავის თავში იტევს მშრომელი ადამინების გადაღლილ, მძიმე ღამეებს და სამართლიანი ბრძოლის ჟინს, პატიოსანი შრომის სიმძიმეს და ხანგრძლივი წვისგან შეულახავ სისუფთავეს.

– ღამით კარავში რა პრინციპით იკრიბებით? – ეკითხება ჩვენი მეგობარი.

– იმავე პრინციპით, როგორც სმენაში დავდიოდით. – მაინც რომ არ დაგვავიწყდეს. – ხუმრობით ამატებს პაუზის შემდეგ.

სოლიდარობა ადამიანებს!

ორმაგი სტანდარტები საზოგადოებრივ ცხოვრებაში

img_0204
© liberali.ge

თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ ტექსტის წერის განმავლობაში ვუსმენდი „მაშინა ვრემენის“ ალბომს, ბოლო სიმღერა „Синяя птица“ იყო.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მემარცხენე „განწყობების“ მქონე ადამიანებს არ აინტერესებთ საგარეო პოლიტიკა, ზოგჯერ უარესსაც მოისმენ – თურმე რუსეთი მოსწონთю დიახ, დიახ, მემარცხენეებს მოსწონთ ულტრამემარჯვენე ნეოევრაზიული გეოპოლიტიკური სკოლის იდეებზე აწყობილი რუსეთის პოლიტიკა. მოკლედ, რას არ გავიგებთ „ნათელი“ პოზიციების მქონე ადამიანებისგან, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან მშობლიური საზოგადოების გადარჩენისთვის, როცა მემარცხენეები მზად არიან სული მიჰყიდონ პოლიტიკურ  სატანას. ანუ არ ვუჩივით ხოლმე არაადეკვატურ პოპულისტურ თეზებს, შექმნილს საკითხებში გაუცნობიერებლად, მემარცხენე პოზიციების დისკრედიტაციისათვის.

საკითხი კი სხვანაირად დგას. დღეს, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმე დგას ევროპულ(პროგრესულ)  ღირებულებებზე, ეს სწორედ მემარცხენე პოზიციების მქოდე ადამიანები არიან და აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ რუსეთთან გაერთიანება სურს ვინმეს, თუმცა პოპულისტურია და კარგად მუშაობს.

შესავალი იმიტომ დავწერე, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა  აქციაზე, რომელიც  კანცელარიასთან გაიმართა და ჭიათურის ამბებზე. როცა ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველ საკითხებს გაზპრომთან მოლაპაკებისა აპროტესტებენ ეს ადამიანები და სულაც არ აინტერესებთ 3700 მუშის მგდომარეობა. ყველას არ ეხება. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, ვინც წუხს რუსული ძალაუფლების ირიბი ან პირდაპირი შესაძლო გაზრდით ჩვენს სოციო-ეკონომიკურ სივრცეში, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა რომ პოპულისტია, ამ მაგალითადანაც ჩანს.  დღეს უფრო პოპულარულია გააპროტესტო გაურკვეველი საკითხები კანცელარიასთან, დაგმო სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკა ამ მხრივ, განაღვლებდეს გაზის წარმომამავლობა, და დღის წესრიგის მიღმა დატოვო ისეთი მნიშვნელოვანი და რეალური, ხელშესახები პრობლემა, რომელიც ემუქრება ათასობით ოჯახს, რომლებიც, შესაძლოა შიმშილის პირას დადგნენ, ძალიან ადვილია დაივიწყო ქალაქი რეგიონში, თუმცა დადგე კანცელარიასთან და აფრიალო სხავადსხვა პოპულისტური პლაკატები და პოსტერები. ამის ფონზე,  კი უფრო ადვილია სხვების დადანაშაულება ღალატში #NBAVOTE Zaza Pachulia  პოსტის ქვევით.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ დავწერ, რომ გარკვეული საკითხების იერარქიულად დალაგება და მათზე იერარქიის შესაბამისი რეაქცია – არაა ახალი გამოვლინება, თუმცა ამ მასობრივად მოქმედ სოციო-ეკონომიკურ იერარქიაში ისეთი საკითხის გამოტოვება, როგორიცაა საზოგადოებრივ სირცეში არსებული უიშვიათესი მრეწველობითი ქალაქის გამოტოვება, რომელიც უდიდესი პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს და ეს საფრთხე რეალურია და  არა მხოლოდ საკითხისა და რეალური საზოგადოებრივი პროცესის გაყალბებაა, არამედ ადამიანთა სიცოცხლისთვისა და განვითარებისთვის ხელის შეშლაა.

მე შემეძლოა დამეწერა სისტემაზე, სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მფლობელთა მოქმედებებზე, თუმცა მე ერთგვარად „ვაყალბებ“ საკითხს და ვსაუბრობ იმაზე, რაც ზევითაა, რომელიც არაა ბაზისი, თუმცა გავლენას ახდენს ბაზისურ საკითხებზე.

უჩვეულოა, როცა სკითხი დგას ასე, რა უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მისი სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის მოლაპარაკებების ღიაობის მიღწევა თუ ათასობით ადამიანთა მომავლის გადარჩენა. თუმცა დღეს, ფსევდო პროგრესულ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა, რომელსაც აქვს გარკვეული წვდომა მედია საშუალებებზე, ლეგიტიმურ-სუბიექტურ  გადასახლებაში მყოფი პოლიტიკოსის მიერ შექმნილ პარადიგმას მისდევს აქტიურად პარტიულ პოლიტიკურ დისკურსში და რეალური პოლიტიკა რჩება  საზოგადოების ყურადღების მიღმა და არა მხოლოდ საზოგადოებირივი ყურადღებისა, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგისა. დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა, რომელიც იბრძვის რეალური პრობლემების მოსაგვარებლად და ამავდროულად აქვს წვდომა  ფართო, მასობრივ  მედია საშუალებებზე. თავისთავად მასკომუნიკაციის არხები იმდენად არაშემოქმედებითი წარმონაქმნებია, რომ არ შეუძლიათ და არ აქვთ სურვილი, რეალური თემების წინ წამოწევისა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი განათლების სისტემა მათ ინსტრუმენტებად აყალიბებს და თუ  გადავხედავთ ჟურნალისტიკის აკადემიურ პროგრამებს საქართველოში, არცერთი მათგანი არ აძლევს სტუდენტებს კრიტიკულ ცოდნას საზოგადოებრივი მოწყობის შესახებ და გასაკვირი აღარაა, რომ ექს-სტუდენტები უკვე  მორგებულ კონფორმისტ მუშაკებად ყალიბდნებიან. მე ვსაუბრობ მასობრივ სახეზე, ინდივიდები ყველგან არსებობენ და მასობრივად განსაზოგადოების საშუალებას მაძლევს ის, რომ ის რეალური პრობლემა, რაც მე აღვნიშნე ამ ტექსტსში, არცერთი მედია საშუალების მთავარ თემად არ ქცეულა.

ანუ, ვხედავთ იმას, რომ მედია დღეს არანაირად არაა დამოუკიდებელი და დამოკიდებულია იმ ფსევდო პოლიტკურ-პარტიულ წრეებზე და ელიტებზე, რომლებიც მოქმედებენ პოპულისტური ნაბიჯებით. ვიღებთ მოცემულობას, რომ მედია და საზოგადოების ეს ნაწილი ერთდოულად განაპირობებენ ერთმანეთის პოპულისტურ ხასიათს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზაზა ფაჩულიას შემდეგ, ამ დღეებში ყველაზე ხშირად გვესმის, რომ ქვეყნის მედისათვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ გაზპრომთან ენერგო ურთიერთობები არ გაღრმავდეს და  საერთოდ არ გვესმის ჩაგრული კლასის ნაწილის ხმა, რომლებიც არსებობა-არარსებობის წინაშე დგას. მოკლედ დავწერ, რატომაა მეორე  უფრო მნიშვნელოვანი პირველზე. რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების დღევანდელი არც თუ ისე მყარი პოზიციებიდან გამომდინარე, ხელი მოეწეროს ისეთ ხელშეკრულებას გაზპრომთან, რომელიც რუსული ენერგო-პოლიტიკური ორგანიზაციის ძალაუფლებასა და გავლენას გააძლიერებს ქართულ ეკონომიკაში და თუ ასეთი, მეტად სარისკო ნაბიჯის გადადგმას  ვინმე აპირებს და ტიმოშენკოს ილეთის ჩატარება სურს, ვანო თარხნიშვილისა და ქეთათოს კონცერტით გადაწყვეტილებას არავინ შეცვლის, მნიშვნელოვანი ხდება უფრო მასობრივი გამოვლინება პროტესტისა, მაგრამ, რადგანაც ამ პროტესტის უკან, ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალა დგას, ეს ფაქტობრივად გამორიცხულია, რაც უნდა სამწუხარო იყოს მათთვის და მათი უკრაინაში ყაჩაღად გახიზნული ლიდერისთვის.  ხოლო რაც შეეხება პროტესტს ჭიათურის საკითხებთან დაკავშირებით, ამ პროსტესტის ბაზისი არის არა ვიწრო პარტიული ბრძოლა, არამედ 3700 მუშის ოჯახი, ადამიანების, ვინც საკუთარი შრომით ზრუნავს საკუთარ საზოგადოებაზე. ძალიან ბევრი ადამიანისგან, ვინც კანცელარიასთან იყო აქციაზე , ხშირად გვესმის, რომ მათი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქო არ უნდა ფინანსდებოდეს და არავინ ეკამათება მათ, თუმცა უნდა დავინახოთ ის, რომ ეს მუშები მათზე გაცილებით მეტ საზოგადოებრივ დოვლათს ქმნიან. ანუ, ჩვენ სახეზე გვაქვს დოვლათის შემქმნელი კლასის დიდი ნაწილის ბედი და გახმაურებული მოლაპარაკების უცნობი დეტელები.  არ უნდა იყოს რთული, იმის დანახვა, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთი თემა არის ის, რომ დიდი ნაწილი, რომელიც მხოლოდ  სტალინის დაბადების დღეს,  გაზპრომობას, რ2-ს საკითხს, პატრიარქის ეპისტოლეებს  აპროტესტებს, საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებს და მათი წრიდან ალბათ, ვინმე ან წმინდა წერილში მცნიერულად  აღმოაჩენს, რომ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებაზე რეალობის თქმა და კრიტიკა მომაკვდინებელი ცოდვაა ან თავად შექმნიან მანიფესტს სახელწოდებით „10 გზა, როგორ ვაწამოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე ცუდის მთქმელი“ და გადასცემენ გია ნოდიას სახელობის სამოქალაქო საზოგადოების კერპს, რადგან ჯვარზე გადაცემის მონოპოლია სხვა ინსტიტუტს აქვს, რომელსაც ესენი პრინციპულად ეწინააღმდეგებიან.

ძალიან მარტივია, დავინახოთ მოცემულობა. ერთ მხარესაა 3700 მუშა და მათი ოჯახები, რომელთაც სოლიდარობას უცხადებენ პროგრესული, თუმცა დისკრიდიტირებული  საზოგადოებრივი ძალები,  მათ კი  ემუქრებიან ბანკები, ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ელიტები, თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლა არაა ისეთი პოპულარული, როგორც გაურკვეველი პროტესტი გაურკვეველ თემაზე.

იმ ადამიანების მოქმედება, ვინც თვლის, რომ ორივე საკითხზე აუცილებელია პროტესტი,  მხოლოდ მისაღებია. მაგრამ, ანალიზი იქამდე უნდა მივიდეს, რომ ჩემ მიერ არჩეულ ორივე პრობლემაში, ერთი და იგივე პოლიტ-ეკონომიკური ელიტა მოქმედებს.  ვისაც აქვს ეს პოზიცია, არავის უნდა მოერიდოს პირდაპირ საუბარი იმაზე, თუ ვის და რას ებრძვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ საქმე ეხება ენერგოპოლიტიკის კრიტიკას, ჰიდროენერგო პოლიტიკის კრიტიკისგან არ უნდა შევიკავოთ თავი. ხუდონ ჰესის  ან სხვა ჰესების არაადეკვატურ ბუნებრივ გარემოში მშენებლობა და ბუნების ველური კაპიტალისტური პრინციპებით გამოყენება, არანაკლებ საშიშია და საზიანო ჩვენი მომავლისთვის. საჭიროა ერთიანი პროტესტი, ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე, რაც შეუძლებელია ერთიანი პოზიციის გარეშე, და დღევანდელ მოცემულობაში,  ეს თითქმის გამორიცხულია ცენტრისტული პოზიციებიდან.

ამიტომ  არ არის საჭირო არავითარი ორმაგი სტანდარტები არცერთი კუთხით. ქვეყნისა და საზოგადოების მტრები არიან აქ და ისინი რეალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენი საზოგადოების წევრებს. როცა საუბარი ეხება ევროპას, ევროპელობა  ხომ  რუსეთის პოლიტიკის დაგმობა არაა, როგორც ფსევდო-პროგრესულ ნაწილს ჰგონია, არამედ ევროპელობა პროგრესული ევროპული ღირებულებებით ცხოვრებაა – თანასწორობის პრინციპით, სილიდარობითა და სოციალური პასუხისმგებლობით!
ხვიჩა ყაზაიშვილი

ალექსანდრ ტარასოვი – მსოფლიო რევოლუცია-2

tarasov_aleksandr_articleimage

ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობა

 

“მსოფლიო რევოლუცია – 2”  საკმაოდ დიდი ხნის წინ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე დაიწერა     2005 წლის ბოლოს    2006-ის დასაწყისში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე ადრე ეს ტექსტი უნგრულად,  ჟურნალ „Eszmélet“ – ში გამოქვეყნდა  2006 წელს, რადგან სტატია 2005 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტში წაკიტხული მოხსენების საფუძველზე დაიწერა. და მხოლოდ 2009 წელს მოხერხდა ტექსტის გამოცემა რუსულად     ჟურნალ „მემარცხენე პოლიტიკაში“. შემდგომ, 2010 წელს გამოვიდა უკრაინული თარგმანი ჟურნალ «Вперед» – ში. ანუ მსოფლიო კრიზისის გამოცდილება თვითონ სტატიაში არამარტო გაანალიზებული, არამედ ნახსენებიც არა არის.

ამასთან კი ის ძალიან საგულისხმოა, რადგან შესანიშნავად ადასტურებს  სტატიაში წაოყენებული თეზისების სამართლიანობასა და შემოთავაზებულ ანალიზს. რამდენადაც ეს არის ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობა, პირველ რიგში, მივუთითებ ( იძულებით მოკლედ) ზოგიერთ სიუჟეტზე, რომელიც სწორედ „პირველ სამყაროს“ ეხება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ თავსდამტყდარი კრიზისი     მთელს ომის შემდგომ პერიოდში პირველი ნამდვილად საყოველთაო ეკონომიკური კრიზისია. ეს მოსალოდნელი იყო: როგორც კი შეწყდა ორი სისტემის მსოფლიო დაპირისპირება ( „ცივი ომი“, ანუ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დე ფაქტო აიძულებდა კაპიტალისტურ ეკონომიკას ემუშავა როგორც სამხედროს     შეიარაღებაზე შეჯიბრისა  და „გარეშე მტერთან“ წინააღმდეგობის ფაქტის შინაგან მდგომარეობაზე გავლენის ხარჯზე), კვლავ ამუშავდნენ დამახინჯების გარეშე კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნქციონირების მექანიზმები, კარგად ნაცნობი ჩვენთვის მარქსისტული პოლიტეკონომიის კლასიკიდან.

მეორე რიგში, უნდა ავღნიშნოთ, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე დიდი დარტყმა კაპიტალისტურ პერიფერიას მიაყენა: სწორედ იქ გაერო და გფს[i]  1 მილიარდი მოშიმშილეს  (მსოფლიო ისტორიაში არნახული რიცხვი!) არსებობას კონსტატირებდნენ, სწორედ იქ ეგვიპტეში, ბანგლადეშში, ჰაიტიში და ა.შ     ჩვენ ვიხილეთ კლასიკური შიმშილის ამბოხებები, სწორედ იქ კრიზისმა მოახდინა აქამდე თითქოსდა სტაბილური ( ან ცოტა ხნის წინ წარმატებით სტაბილიზებული) პოლიტიკური სტრუქტურების ( ტაილანდი, მავრიტანია, ჰაიტი, ყირგიზეთი, ჰონდურასი, მექსიკა, კოტ-დ’იუვარი) დესტაბილიზაცია.

მაგრამ, როგორც შეეფერაბა კიდეც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს კაპიტალიზმში, ახლანდელი კრიზისი არა პერიფერიიდან, არამედ კაპიტალისტური მეტროპოლიიდან დაიწყო. და ზუსტად მეტროპოლიაში (სადაც დაგროვებულია ძირითადი კაპიტალი და სხვა სიმდიდრეები!) მმართველი კლასები შეეცადნენ  ყოველივე შესაძლებელი გაეკეთებინათ, რათა  ეკონომიკური პრობლემები მშრომელების, დაქირავებული მუშახელის ხარჯზე მოეგვარებინათ. კრახის ზღვარზე აღმოჩენილი ბანკები და კორპორაციები, საკუთარ თავს ყველგან ბიუჯეტის ხარჯზე შველოდნენ ( ბიუჯეტური შენაკადებიდან დაწყებული და პირდაპირი     ამასთან არავინ მალავდა, რომ დროებითია  –    ნაციონალიზაციით დამთავრებული), ანუ რიგითი გადასახადებისგამხდელის ხარჯზე, რომელსაც არ შეუძლია დამალოს თავისი შემოსავლები “ოპტიმალური” ბუღალტრული სქემებისა და ოფშორებში გასვლის საშუალებით. შემდეგი ნაბიჯი გახდა “ხარჯების ეკონომიის” მებრძოლი ნეოლიბერალური სქემების დანერგვა  “კრიზისთან ბრძოლის” საბაბით, ე.ი კონტრრეფორმების ახალი გროვა, მიმართული სოციალური სახელმწიფოს დემონტაჟზე.

რა უპასუხეს ამ ზეწოლაზე მეტროპოლიის ქვეყნების დაქირავებულმა მუშებმა ? მათ შემოსავალსა და უფლებებზე შეტევა ხომ იმდენად თავხედური და უხეში იყო, რომ, გეჩვენება, შეუძლებელია მოიფიქრო უკეთესი გამოცდა „პირველი სამყაროს” მშრომელთა ყველაზე ფართო ფენების რევოლუციური პოტენციალის გამოსაცდელად.

თუ გადავხედავთ მეტროპოლიის ქვეყნების მემარცხენე პერიოდიკას ( სულერთია ანარქისტულს, ტროცკისტულს, მაოისტურს, სტალინისტურს ან უფრო მცირე მიმდინარეობებისას), თვალში  უსაფუძვლო ოპტიმიზმი გხვდება. „ მშრომელები საკუთარი უფლებებისთვის საბრძოლველად დაირაზმნენ!“, „მრავალი წლის განმავლობაში არნახული მობილიზაცია!“ , „საყოველთაო გაფიცვა – პირველად … (შემდეგ მოყვანილია წლები) ყველა პროფკავშირი გაერთიანდა!”, “მშრომელთა კლასობრვი სულისკევეთების აღორძინება!” და ა.შ და ა.შ თუმცა იქ, სადაც მასობრივი მობილიზაციები და მძლავრი გაფიცვები არცისე დიდი ხნის წინ იყო,- ტონი უფრო დაბალია და ოპტიმიზმიც ნაკლებია. ფრანგი მემარცხენეები, მაგალითად, ერთის მხვრივ, ტრაბახობენ მიღწევებით, მეორე მხვრივ კი     უკვე  ჩაფლავებაში დამნაშავეებს ეძებენ (თუმცა თითქოსდა ბრძოლა არ დასრულებულა).

გასაგებია რატომაც. საყოველთაო გაფიცვები (მით უმეტეს იმ ქვეყნებში, სადაც ათეული წელია არ ყოფილა) და მილიონიანი დემონსტრაციები, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ შედეგი ყველგან ერთია: მმართველ კლასს მშვიდად მიუფურთხებია მათთვის და აგრძელებს ნეოლიბერალურ კონტრრეფორმებს. ამას ვხედავთ საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. გაბრაზებული მოსახლეობისთვის მიგდებული ძვლის ნაცლად, ინიშნება არჩვენები, რომელიც არაფერს არ ცვლის: ლეიბორისტები შეიძლება კონსერვატორებმა შეცვალონ (როგორც ბრიტანეთში), ან პირიქით, კონსერვატორები (რადიკალი ნეოლიბერალები) შეიძლება შეცვალონ სოციალისტებმა (როგორც საბერძნეთში)     არ აქვს მნიშვნელობა: ვინც არ უნდა მოახდინოს სახელმწიფოს ფორმირება, ის მაინც მოსახლეობის ყველაზე ფართო და ყველაზე შთამბეჭდავი პროტესტების საწინააღმდეგოდ აგრძელებს (და აძლიერებს კიდეც) იმავე კონტრრეფორმების გატარების პოლიტიკას.

რატომ ხდება ეს ? იმიტომ რომ მასობრივი პროტესტების მონაწილეები მეტროპოლიის ქვეყნებში     დაქირავბული მუშახელი, საშუალო ფენების წარმომადგენლები     არ ილაშქრებენ სისტემის საფუძვლების წინააღმდეგ. ათწლეულების განმავლობაში  ზემოგებების იმ წილით მოსყიდულები, რომელსაც მონოპოლიები „მესამე სამყაროს“ ქვეყნებიდან მოიპოვებენ, რომელიც ნაწილდება მოსახლეობის ფართო ფენების სასარგებლოდ, ეს ფენები სავსებით კმაყოფილნი არიან კაპიტალიზმით და ყველაფერი, რაც მათ სურთ, ეს არის ის, რომ კაპიტალიზმს ჰქონდეს „ ადამიანური სახე“. და ისინი საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე (უფრო სწორედ, არ სურთ ამის გაგონება, რადგან ეს     უსიამოვნო ინფორმაციაა), რომ ასეთი „ადამიანური სახე“ მეტროპოლიებში შესაძლებელია მხოლოდ პერიფერიის ძარცვით და ზეექსპლუატაციით. ესე იგი მათი პროტესტი უაღრესად თავდაცვითია (და დამცველიც კი, მოცემულ შემთხვევაში კონსერვატიული დაცვის ობიექტია სოციალური სახელმწიფო, რომელიც ქრება კაპიტალიზმში), მათი აზროვნება   –კონფორმისტულ – რეფორმისტული.

სხვათა შორის, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ულტრამემარჯვენეთა ყველა სკანდალური ელექტორალური წარმატება სხვადასხვა ქვეყანაში: ნიდერლანდებში, ბელგიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, დანიაში, ავსტრიაში და საბერძნეთშიც კი. წარმატებები სხვადასხვა მასშტაბისაა, მაგრამ დაფიქრებას გვაიძულებენ.

გავიხსენოთ, როგორი იყო ბრიტანელი მუშების პირველი რეაქცია კრიზისზე. ეს იყო ენერგეტიკის მუშაკების “ველური” გაფიცვები და პიკეტები, რომლებიც უცხოელების (ანუ თავიანთი კლასობრივი ძმების!)  შრომის გამოყენებას აპროტესტებდნენ. ამასთან ეს იყო სტიქიური გამოსვლები, არავითარი ჯგუფების, პარტიებისა თუ ულტრამემარჯვენე გამოცემების მიერ ინსპირირებული.

საკუთრივ, უკვე უპრიანი იქნებოდა, ამაზე დაფიქრებულიყვნენ ბრიტანელი მემარცხენეები: რას აკეთებდნენ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში? ასეთი შემთხვევითი იყო ერაყის ომის საწინააღმდეგო, თითქოსდა, გრანდიოზული გამოსვლების ჩაფლავება, რომელთა ორგანიზებითაც ისინი ამაყობდნენ ?

ეს არ არის სწორი/მცადარი იდეოლოგიის ან სწორი/მცდარი ტაქტიკის საკითხი. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, მოვლენათა მსგავსი შემოტრიალების საფუძეველს ეკონომიკური მიზეზები წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიზეზი არის მეტროპოლიის (“პირველი სამყაროს”)  პერიფერიის ( “მესამე სამყაროს”) კოლექტიურ ექსპლუატატორად, კოლექტიურ პარაზიტად გადაქცევა. ექსპლუატატორები და პარაზიტები არ ახდენენ რევოლუციებს. და თუ ახდენენ     ეს “კონსერვატიული რევოლუციაა”.

შევადაროთ დასავლეთევროპული ქვეყნების დაქირავებული მუშახელის ქცევა ევროპელი დაქირავებული მუშებისვე ნამდვილად რევოლუცირ ქცევასთან წარსულში. მაგალითისთვის ავიღოთ  XX  საუკუნის პირველი ნახევრის ესპანეთი. სპეციალური გამოკვლევების დიდი რაოოდენობა და უფრო დიდი რაოდენობა მემუარებისა გვაჩვენებს, რომ ესპენელი მშრომელები ( პირველ რიგში, მუშები, მაგრამ დროთა განმავლობაში, მაგალითად გლეხები -რობოსაირეს), როცა გამოდიოდნენ ახლანდელთან შედარებით გრანდიოზულ გაფიცვებსა და მანიფესტაციებზე ( და ბევრად მცირეებზეც კი), პირდაპირ და გულახდილად მიზნად ისახავდნენ კაპიტალიზმის დამხობას. ხოლო გაფიცვებსა და დემონსტრაციებს ისინი განიხილავდნენ როგორც პირველ ნაბიჯებს, როგორც აუცილებელ საფეხურს ამ მიზნის მიღწევისთვის. და თუ კი მაინც, ეს იყო ბრძოლა ხელფასის მომატებისთვის ან სამუშაო დღის შემცირებისთვის, ყველამ იცოდა: ეს არ არის ჭეშმარიტი მიზანი, ეს მხოლოდ საშულედო ტაქტიკური მიზნებია, ნამდვილი მიზანი კი არის სოციალური რევოლუცია, კაპიტალის ძალაუფლების განადგურება. ამიტომ ყოველი ასეთი მანიფესტაცია, ყოველი გაფიცვა მარტივად შეიძლეობოდა  შეიარაღებულ შეტაკებებსა და აჯანყებაში ( მუშურ-გლეხური რესპუბლიკის გამოცხადებადებაშიც კი, როგორც ეს იყო ასტურიაში, 1934 წლის ოქტომბერში) გადაზრდილიყო. ჰო, ასეთ განწყობებს იყენებდნენ თავიანთი ავანტიურისტული მიზნებისთვის ანარქისტები, მაგრამ მხოლოდ ამიტომაც ესპანელი მშრომელების ბრძოლამ მიიყვანა 30-იან წლებში რევოლუციამდე, რომლის მიღწევების ლიკვიდაციისათვის ( ანუ, საბოლოო ჯამში, ესპანეთის კაპიტალისტური სამყაროს შემადგენლობაში შენარჩუნებისთვის) საჭირო გახდა იმ დროის სამი ძირითადი ფაშიზმის (ფრანკიზმის, ნაციზმის და იტალიური ფაშიზმის) გაერთიანებული ძალისხმევა.

იგივე სპეციალური გამოკვლევები და მემუარები (დამატებით სტატისტიკა) გვიმარტავენ იმასაც, თუ  რატომ იქცეოდნენ ესპანელი მუშები სწორედ ასე     რევოლუციურად და არა რეფორმისტულად. იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ ზუსტად ისეთ პირობებში, როგორშიც  დღეს „მესამე სამყაროს” ქვეყნების მუშები ცხოვრობენ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რევოლუციური ორგანიზაციების მოწოდებები სოციალური რევოლუციისაკენ მასებში ასეთ ფართო გამოხმაურებას ჰპოვებდა.

ანუ საქმე არამხოლოდ იმაშია, რომ დღეს ევროპელი მემარცხენეები, ეშინიათ რა პირდაპირი პოლიტიკური რეპრესიების, საუკეთესო შემთხვევაში საუბრობენ კაპიტალიზმის “გადალახვის” აუცილებლობაზე ზოგადად, რაღაც შორეულ მომავალში, მაგრამ არ მოუწოდებენ უშუალო, მათ შორის     შეიარაღებული ბრძოლისკენ სოციალური რევოლუციისთვის. მაგრამ ხომ არიან ასეთებიც (თუნდაც ისინი ცოტანი არიან და სუსტები), ვინც მოუწოდებს. მაგრამ აი მათ მოწოდებებს მშრომელთა ფართო (მცირეშიც) მასებში გამოხმაურებები არ აქვს.

და სიტუაცია არ შეიცვლება იქამდე, სანამ „პირველი სამყაროს“ მმართველი კლასები საკუთარ თავს უფლებას მისცემენ, თავი გამოისყიდონ ( მეტ ნაკლებათ უხვად) მოსახლეობის ფართე ფენებისგან, იმ ზემოგებების ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ისინი  „მესამე სამყაროს“ ექსპლუატაციით იღებენ. მხოლოდ მაშინ, როცა ეს შემოსავლის წყარო იქნება მოსპობილი თუ არა, მინიმუმამდე დაყვანილი მიანც, „პირველი სამყაროს“ ქვეყნების მმართველი კლასები იძულებულნი იქნებიან გამოიყენონ ისეთი ზომები მეტროპოლიის მშრომელების მიმართ, რომლებიც გარდაუვლად წააქეზებენ „კლასობრივ სამყაროს“: უარი თქვას სამუშაო დღის შემცირებაზე და უმუშევრობისგან დახმარებაზე; სოციალური სექტორის ფაქტიურ ლიკვიდაციაზე, პროტესტების ძალით დარბევაზე (რადგან რეალური კომპრომისებისთვის ფინანსური შესაძლებლობები არ დარჩება). ეს კი გარდაუვლად მიგვიყვანს მშრომელთა კლასობრივი ორგანიზაციების (ისეთების, როგორიცაა პროფკავშირები) რადიკალიზაციისკენ, კაპიტალისტური საზოგადოების კლასობრივი ხასიათის გაშიშვლებისკენ, მოსახლეობის მიერ რევოლუციური პროპაგანდის ფართოდ მიღებამდე, შესაბამისად, კლასობრივი ბრძოლის აღორძინებისკენ, მისი ამოსავალი, სასტიკი და შეურიგებელი სახით და  შემდეგ       სოციალურ რევოლუციამდე.

და ჯერ კიდევ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს კლასობრივი მტერი, ამ სოციალურ რევოლუციას მეტროპოლიის ქვეყნებში ექნება შანსები გამარჯვებაზე, რამდენადაც კარგ პირობებში იქნება: პირობებში, როდესაც  რევოლუციური „მესამე სამყაროს“ სახით ძლიერი ზურგი ეყოლება და ეს რევოლუციური „მესამე სამყარო“ გამოვა სერიოზული შემფერხებლის, შემზღუდავის და მადემორალიზებელი ფაქტორის სახით კონტრრევოლუციის ძალების მიმართ მეტროპოლიაში.

2-5 დეკემბერი 2010

ავტორის წინასიტყვაობა 2009 წლიდან

მკითხველთა ყურადღებას  მივმართავ იმ ფაქტზე, რომ ეს სტატია  2005 წლის ოქტომბერში –  2006 წლის იანვარში დაიწერა, ანუ ოთხი წლის წინად. ამიტომ ყველა შედარებითი თარიღი ტექსტში ( მაგალითად, “15 წლის წინ”) უნდა შევუფარდოთ სტატიის დაწერის დროს, ისევე, როგორც სტატისტიკური მონაცემები, მაგალითები და ა.შ

ჩემდა გასაკვირად, მომდევნო წლების განმავლობაში მე ვერ მოვახერხე მეპოვა რომელიმე გამოცემა,     ბეჭდური ან ელექტრონული, იმათ ჩათვლით, რომლებიც უდავოდ მემარცხენედ ითვლებოდნენ,     რომელიც თანახმა იქნებოდა დაებეჭდა ეს ტექსტი. რატომღაც ის ნატურალურ შიშს იწვევდა და  “ზედმეტად რადიკალური” ეჩვენებოდათ ( საერთოდ ან “მოცემულ პირობებში”).

ამიტომ ახლა, როცა ასეთი შესაძლებლობა მომეცა, პრინციპულად გადავწყვიტე სტატიის ტექსტში არაფერი შემეცვალა და დამეტოვებინა ყველაფერი ისე, როგორც 4 წლის წინ იყო, რათა მკითხველებისთვის შესაძლებლობა მომეცა ასევე გაკვირვებულიყვნენ და დაესვათ კითხვა: რა ასეთი „შეთქმულება“ ნახეს რედაქტორებმა ამ ტექსტში ?

თუმცა, ცხადია, შემეძლო უამრავი მაგალითი დამემატებინა. ვთქვათ, გვატემალაში არჩევნების მაგალითი, სადაც რიგობერტა მენჩუმ[ii] დამაჯერებლად გაიმარჯვა ოლქებში, რომელთა მოსახლეობამაც პრაქტიკულად არ იცის ესპანური და  მაია-კიჩეს ენებზე ლაპარაკობს,     და დამარცხდა იდენტურ სოციალურ გარემოში იქ, სადაც მოსახლეობა  ესპანურ ენაზე ლაპარაკობს და სადაც მან ამიტომაც ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ბურჟუაზიაული პარტიების დახვეწილი წინაასაარჩევნო დემაგოგიისთვის. ან ნეპალის მაგალითი, სადაც ხელისუფლებაში მოსული მაოისტები[iii], იძულებულნი აღმოჩნდნენ, ტოტალურად გადაეთარგნათ აინგლისურ ენაზე თავისი დოკუმენტაცია, პროპაგანდა ა.შ და მალევე ინდოეთის ( და ასევე დიდი ბრიტანეთისა და, როგორც ჩანს,  აშშ-ს) სპეცსამსახურების ექსპერტებმა შეძლეს, ინფორმაციის ენობრივი ხელმისაწვდომობის გამოყენებით, სწრაფად შეემუშავებინათ და შეეთავაზებინათ თავიანთი კლიენტურისთვის ნეპალში ისეთი სტრატეგიები, რომლებმაც მაოისტებს შეუქმნა უფრო მეტი, ვიდრე სერიოზული პრობლემები. ან კოლუმბიის მაგალითი     რამდენადაც ვიცი, ერთადერთი ქვეყნის, სადაც არა მემარჯვენეებმა, არამედ მემარცხენეებმა (ფარკ-ეპ[iv]-მა) მოსინჯეს ინფრასტრუქტურის განადგურების ტაქტიკა (აფეთქებდნენ რა ნავთობის მილებს, ელექტრო გადაცემის ხაზებს და ა.შ). ამისთვის ყველა სხვა მემარცხენეები მათ გმობდნენ და არცხვენდნენ (გააჩნია რამდენად თანაუგრძნობდნენ ფარკ-ს ბრძოლაში) და საბოლოოდ დაარწმუნეს უარი ეთქვა ასეთ ტაქტიკაზე, როგორც “კლასობრივად უცხოზე”. მაშინ, როდესაც ამ კამპანიის დაწყების წინ ფარკი 4,500 მებრძოლს აერთიანებდა, მისი დასასრულისთვის კი     12 ათასს,  რაც  პოლიტიკაში მატერიალისტური მიდგომის სისწორეზე მოწმობს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა     მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებული ეკონომიკაა). დაბოლოს, მე შემეძლო დამეწერა ბუშ-უმცროსის მმართველობის დასასრულის პერიოდში ამერიკული ადმინისტრაციის ისტერიულ მოთხოვნაზე, ავტომატურად გამოეყენებინათ სამხედრო ძალა ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც შეეცდებოდა შეეზღუდა აშშ-ს წვდომა ნახშირწყალბადის რესურსებზე. ანუ ისევ, როგორც მრავალჯერ იყო უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, მემარჯვენეები (კაპიტალისტები) პრაქტიკაში ბევრად მატერიალისტები აღმოჩნდნენ, ვიდრე მემარცხენეები! და ვფიქრობ, რომ იქამდე, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ მემარცხენეები არ შეწყვეტენ შეიარაღებული ძალისადმი მორალიზატორობის დაპირისპირებას გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტი იქნება. დაფარული იდეალიზმი შურს იძიებს.

3-7 სექტემბერი 2009

 

 

მსოფლიო რევოლუცია – 2

 

გლობალურ რევოლუციურ სტრატეგიასთან დაბრუნება XX საუკუნის გამოცდილების გათვალისწინებით
საბჭოთა ბლოკის მსოფლიო-ისტორიული დამარცხება III მსოფლიო ( „ცივ“ ) ომში  შესაძლებლობას გვაძლევს, ბოლოს და ბოლოს  რევოლუციური გლობალური ანტიბურჟუაზიული სტრატეგიის თემას დავუბრუნდეთ.

XX საუკუნის განმავლობაში ასეთი, გლობალურ ხედვასა და კლასობრივ მიდგომაზე დაფუძნებული სტრატეგია     სულ ორჯერ იყო შემოთავაზებული.  პირველად ბოლშევიკებმა შემოგვთავაზეს, რომლებსაც კარგად ესმოდათ, რომ რუსული რევოლუციის ბედი მსოფლიო რევოლუციაზე იყო დამოკიდებული, რომ არავითარი „სოციალიზმის დაფუძნება ცალკე აღებულ ქვეყანაში“ შეუძლებელია  და შეგნებულად დებდნენ ფსონს მსოფლიო რევოლუციაზე. ამ მიზნის განსახორციელებლად, საკუთრივ, იყო კიდეც შექმნილი კომინტერნი[v].

თავდაპირველად, მსოფლიო რევოლუცია მოიაზრებოდა, როგორც რევოლუცია განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ საკმაოდ მალე ბოლშევიკებმა თავიანთი ყურადღება „მესამე სამყაროს“ ქვეყნებზე, პირველ რიგში, აზიის კოლონიალურ და ნახევრადკოლონალურ ქვეყნებზე, გადაიტანეს.

ეს სტრატეგია უარყოფილ იქნა კონტრრევოლუციური სტალინური თერმიდორიანული გადატრიალების შემდეგ. ამ გადატრიალების მსვლელობაში სსრკ-ში ძალაუფლებაში მოსული წვრილი ბურჟუაზია (კონკრეტულად     ჩინოვნიკობა, სოციალური წარმომავლობით კი, ძირითადად     წვრილი სასოფლო ბურჟუაზია) არავითარ შემთხვევაში არ იყო დაინტერესებული რევოლუციის გაგრეძელებით, რევოლუციური ბრძოლით და მასთან გარდაუვლად დაკავშირებული რისკებით. როგორც ყოველგვარი ბურჟუაზია, ის  სტაბილურობისკენ მიისწრაფვოდა (და ის ფაქტი, რომ სპეციფიურ საბჭოთა პირობებში ჩინოვნიკობა მხოლოდ ვირტუალური წვრილი ბურჟუაზია იყო, საქმის არსს არ ცვლის, რამდენადაც სტაბილურობა     სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური ქცევის კატეგორიაა). კლასობრივი კონფლიქტის რევოლუციური სტრატეგია Realpolitik – ის კონტრრევოლუციური სტრატეგიით  შეიცვალა, კლასობრივი პოზიცია     სახელმწიფოებრივით. ესე იგი კლასების და მათი პოლიტიკური წარმომადგენლების წინააღდეგობა შეცვლილ იქნა სახელმწიფოთა და მოგვიანებით      სამხედრო პოლიტიკური ბლოკების დაპირისპირებით (ნატო ვარშავის ხელშეკრულების წინააღმდეგ, აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ და ა.შ).  ეს მოგვევლინა დაბრუნებად კლასიკურ პოლიტიკასთან, რომელიც საერთაშორისო არენაზე კლასობრივ ექპლუატაციაზე დაფუძნებულ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა.

სსრკ-ში (ხოლო მოგვიანებით მის სატელიტებშიც) დამკვიდრებული საზოგადოებრივი წყობა    სუპერეტატიზმი[vi], დაფუძნებული ინდუსტრული წარმოების წესისა და  წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრების შეთავსებაზე, იყო რა მეწყვილე და ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით  ალტერნატიული (ალტერნატივა, შეგახსენებთ, ეს არის არჩევანი ორი ან უფრო მეტი თანაბარი ვარიანტიანტიდან) კაპიტალიზმისა ერთი წარმოების წესის ინდუსტრიულის წარმოების წესის     ჩარჩოებში, ობიექტურად ორიენტირებული იყო კაპიტალიზმთან ერთად ერთიან მსოფლიო ეკონომიკაში ჩართვაზე, მშვიდობიან თანაარსებობაზე და არა ომზე სრულ საბოლოო გამარჯვებამდე.

უდავოა, სტალინიზმის დროიდან მოყოლებული საბჭოთა ხელისუფლება მზად იყო, უარი ეთქვა ბურჟუაზიულ სამყაროსთან დაპირისპირებაზე, მაგრამ ბურჟუაზიული სამყაროს პოზიციის გამო, ვერ შეძლო ამის გაკეთება: კერძო მესაკუთრეთათვის წარმოების საშუალებების ექსპროპრიაციამ იმდენად შეაშიანა ბურჟუაზია და იმდენად სახიფათო მაგალითი აღმოჩნდა, რომ სსრკ-სა და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის კონფლიქტზე უარის თქმა მხოლოდ ექსპროპრიირებული საკუთრების მისი ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე და ექსპროპრიატორთა საჩვენებ ეგზეკუაციაზე შეიძლებოდა დაფუძნებულიყო. ამის გაცნობიერებამ აიძულა სტალინური, შემდგომ კი პოსტსტალინური ხელმძღვანელობა, გაეგრძელებინა სახელმწიფოებრივი, სამხედრო და იდეოლოგიური დაპირისპირება დასავლეთთან, მითუმეტეს, რომ 1917 წლის ოქტომბერზე აპელაცია იყო ამ ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობის ერთადერთი საფუძველი.

თუმცა სახელმწიფოებრივი დაპირისპირების სტრატეგია დასაწყისშივე მარცხისთვის იყო განწირული: ეს იყო ტიპიური, კლსობრივი ექსპლუატატორული საზოგადოებების ისტორიიდან კარგად ნაცნობი სტრატეგია, დამყარებული სახელმწიფოებრივ მობილიზაციაზე, ანუ საბოლოო ჯამში მოცემული ძალებისა და რესურსების ( სამხედრო და ადამიანური ძალების ჩათვლით) მორალურ-ტექნოლოგირ წინააღმდეგობაზე. როგორც სჩანს, სსრკ (სატელიტებთან ერთადაც კი) დანარჩენ სამყაროზე (კაპიტალიზმის სამყაროზე) უფრო სუსტი იყო (ნაკლები რესურსი ჰქონდა). ამას გარდა, იდეოლოგიური ხაიათის მიზეზების გამო (რამდენადაც საბჭოთა სუპერეტატისტური ხელისუფლება იძულებული იყო, გამოეყენებინა თავისთვის უცხო სოციალისტური იდეოლოგია, როგორც საბურველი), სსრკ-ს არ შეეძლო „მესამე სამყაროს“ ქვეყნების ისეთი ღია ძარცვა და ექსპლუატაცია, როგორც ამას დასავლეთი აკეთებდა.

შესაბამისად, ამ გლობალურ დაპირისპირებაში სსრკ-სა და მოკავშირეების დამარცხება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ეს დამარცხება მოხდა კიდეც 15 წლის წინ ჩვენს თვალწინ მალევე იმის შემდეგ, რაც დასავლეთში წარმოიქმნენ ტნკ (ტრანსნაციონალური კომპანიები) კაპიტალიზაციის იმ მოცულობით, რომელიც სჭარბობდა სსრკ-ს კაპიტალიზაციის მოცულობას (უნდა ვხვდებოდეთ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში საბჭოთა კავშირი გამოდიოდა როგორც უზარმაზარი მონოპოლია, რომელიც იძულებული იყო     დასავლური მონოპოლიებისგან განსხვავებით     კონკურენაციაში ყოფილიყო ყველასთან, პროდუქციის ყველა სახეობაში, პირველ რიგში, და  მოგების დიდი ნაწილი სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვისა და სოციალური მიზნებზე ეხარჯა, მეორე რიგში).

სახელმწიფოებრივისგან განსხვავებით, კლასობრივი კონფლიქტი სულ სხვა კანონებით ვითარდება და სხვა პრინციპზეა დაფუძნებული: ეს არ არის სხვადასხვა ქვეყნისა და ბლოკის დაპირისპირება, როცა ურთიერთდაპირისპირებული ძალები მზად არიან უკიდერეს შემთხვევაში მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მთელი მოსახლეობისა და სასოფლო მეურნეობის ტოტალური განადგურებისთვის, არამედ ურთიერთდაპირისპირებული კლასობრივი ძალების ბრძოლა ერთი და იმავე სასოფლოსამეურნეო ობიექტებისთვის (რესურსებისთვის). არცერთი ყველაზე გახელებული რეაქციონერი არ ჩამოაგდებს ატომურ ბომბს საკუთარ ქარხნებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქარხნები მოცემულ მომენტში მისივე მუშების მიერ არის დაკავებული. სწორედ შეზღუდვის ეს ფაქტორი რევოლუციურ ძალებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს გაიმარჯვონ ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა მოწინააღმდეგე ობიექტურად უფრო ძლიერია.

მეორედ გლობალური რევოლუციური სტრატეგია XX საუკუნეში ერნესტო ჩე გევარას მიერ იყო შემოთავაზებული     მის ცნობილ „წერილში ტრიკონტინენტალზე“. შეგახსენებთ, რომ ამ წერილში ჩე  აშშ-ს კაცობრიობის მტრად აცხადებდა, მოუწოდებდა „ორი, სამი, მრავალი ვიეტნამის“ შექმნისკენ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში, იმისათვის, რათა, პირველ რიგში, მოეწყვიტათ იმპერილისტური ქვეყნები „მესამე სამყაროში“ განლაგებული ნედლეულის, იმპერილიზმის ენერგეტიკული და ეკონომიკური  ბაზებისგან, მეორე რიგში კი იმისთვის, რათა ჩაეთრიათ იმპერიალიზმი იმდენ ლოკალურ სამხედრო კონფლიქტში კაპიტალისტური პერიფერიის ტერიტორიაზე, რომელიც აიძულებდა იმპერიალიზმს ეკონომიკურად მორყეულიყო. ფაქტობრივად, ჩემ  გლობალური პარტიზანული ომის სტრატეგია შემოგვთავაზა     მისი აუცილებელი გადატანით „პირველი სამყაროს“ ქვეყნების ტერიტორიაზე, რათა მოწინააღმდეგეს საკუთარ ციხესიმაგრეებში, კაპიტალისტურ მეტროპოლიებშიც კი არ ეგრძნო მშვიდად თავი, რათა ის იძულებული ყოფილიყო ეწარმოებინა შეიარაღებული ბრძოლა საკუთარ სახლში და რომ ამ ბრძოლას გაეღრმავებინა მისი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და გარდაუვლად წაექეზებინა  „პირველი სამყარო“ ღია კლასობრივი კონფლიქტებისთვის.

ეს სტრატეგია ჩემ იმპერიალიზმის ყველა მოწინააღმდეგეს შესთავაზა, რათქმაუნდა, საბჭოთა ხელისუფლების ჩათვლით. თუმცა იმ დროისთვის ჩეს სსრკ-ს მიმართ უკვე არანაირი ილუზიები აღარ გააჩნდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ობიექტურად     თუნდაც საბჭოთა ნომენკლატურის სურვილის საწინააღმდეგოდაც კი     სსრკ დასავლური იმპერიალიზმის მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ კონტრევოლუციურმა საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო ჩეს სტრატეგია, როგორც „ ავანტიურისტული“. „ავანტიურისტების’’ იარლიყი ჩე გევარას მიერ შემოთავაზებული სტრატეგიის ყველა მომხრეს მიაკრეს. უეჭველია, რომ 60-იანების დასაწყისსა და 70-იანების ბოლოს საბჭოთა ნომენკლატურა, როგორც სოციალური ჯგუფი, უკვე ემზადებოდა იმისათვის, რათა გამხდარიყო არამარტო მმართველი, არამედ მესაკუთრეც, ანუ თავისთვის უცხო სოციალისტური იდეოლოგიაზე უარის თქმისთვის და აღმოსავლური ბლოკის ქვეყნების ჩართვისთვის კაპიტალიზმის სამყაროში. 70- იანი წლების ნავთობის კრიზისმაც კი, რომელმაც ნათლად აჩვენა ჩე გევარას თვალსაზრისის სისწორე, ვერანაირად ვერ მოახდინა გავლენა საბჭოთა ნომენკლატურის ქცევაზე.

ამასთან, თვითონ იმპერიალისტებმა ღირსებისამებრ შეაფასეს ჩე გევარას შემოთავაზებული სტრატეგია. შემთხევითი არაა, რომ მოგვიანებით ზბიგნევ ბჟეზინსკი[vii] ცნიკურად აღიარებდა, რომ რეიგანის დროს სწორედ სტრატეგია „ორი, სამი, მრავალი ვიეტნამი“  შეგნებულად იყო გამოყენებული ვაშინგტონის მიერ სსრკ-ს წინააღმდეგ: სსრკ აიძულეს ჩაბმულიყო     ჩართულობის სხვადასხვა დონით     კონფლიქტების მთელს სერიაში მსოფლიოს მასშტაბით (ავღანეთი, პოლონეთი, ეთიოპია,ანგოლა, მოზამბიკი, კამბოჯა, ნიკარაგუა), იმისათვის, რათა საბჭოთა ეკონომიკა მორღვეულიყო. ჩეს სტრატეგია, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებული აღმოჩნდა.

ამას გარდა, ამ სტრატეგიის ელემენტებს აშშ აქტიურად იყენებდა მემარცხენე რეჟიმების დესტაბილიზაციისთვის. მაგალითად, ალიენდეს დროს უალტრამემარჯვენეების მიერ ჩილეში გაჩაღებულმა დე-ფაქტო პარტიზანული ომმა, რომელიც მიმართული იყო სახალხოსამეურნეო ობიექტებისა და უპირველეს ყოვლისა ინფრასტრუქტურის (ხიდების, გზების, ელექტროგადაცემების ხაზების, ელექტროსადგურებისა და შახტების აფეთქებები და ა.შ.) განადგურებაზე, მალევე შექმნა ექსტრაორდინარული ეკონომიკური პრობლემები, გამოიწვია  მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილის უკმაყოფილება ალიენდეს რეჟიმით და წარმატებით მოამზადა 1973 წლის 11 სექტებერის სამხედრო გადატრიალება.

ეკონომიკური ემბარგო, მიმართული ვაშინგტონისთვის მიუღებელი რეჟიმებისთვის რესურსების ნაკადისა  და იმპორტული საქონლის წართმევაზე, ფართოდ გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება შეერთებული შტატების მიერ დესტაბილიზაციის იარაღის სახით.

საომარი მოქმედებების გადატანა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე (“კონტრრევოლუციის ექსპორტი”) წარმატებით გამოიცადა ავღანეთში (პაკისტანის ტერიტორიიდან), მოზამბიკში (სამხრეთ აფრიკის ტერიტორიიდან), ანგოლაში (სამხრეთ აფრიკის მიერ ოკუპირებული ნამიბიიდან), ნიკარაგუაში (ჰონდურასის ტერიტორიიდან).

ამ დროს კი იმპერიალიზმის მოწინააღმდეგეებს არსად არ უცდიათ გამოეყენებინათ საკუთარი ტერიტორია, როგორც აქტიური პარტიზანული ბრძოლის ზურგის ბაზა, რომლიდანაც რევოლუციის ძალები შეძლებდნენ, როგორც პერიოდულად, ისე მეთოდოლოგიურად წარმატებით მიეტანათ იერიშები კლასობრივ მოწინააღმდეგეზე. ეკონომიკის დესტაბილიზაციის მიზნით არსად არ გამოუყენებიათ ინფრასტრუქტურის განადგურების მასობრივი სტრატეგია. არავის უცდია ტრადიციული გზების დაბლოკვა, პარალიზება ან დანგრევა, რომელზეც “მესამე სამყაროს” მატერიალური რესურსები გადააქვთ  “პირველში”. არავის უცდია ბირჟის მუშაობის დეზორგანიზებაც კი კომპიუტერული მწყობრიდან გამოყვანის საშუალებით (თუმცა აშკარაა, რომ ამის გაკეთება ადვილია) და ა.შ და ა.შ. საპირისპიროდ, ის სუსტი     იძულებით სუსტი, ადამაიანთა რაოდენობისა და საშუალებების შეზღუდოლობის გამო     მცდელობები გადაეტანათ ომი მეტროპოლიაში, რომლებიც ეკუთვნოდათ “პირველი სამყაროს” ქვეყნების რევოლუციონერებს, საბჭოთა კონტრრევოლუციური ხელისუფლების მიერ დაგმობილ იქნა, ამ რევოლუციონერებს აკრავდნენ “პროვოკატორების”, “ცრუ-ს აგენტების” (ან პეკინის) იარლიყებს, შემდეგ კი საბჭოთა ხელმძღვანელობამ სიამოვნებით მიიღო თავისი პოლიტიკური მტრის (ვაშინგტონის) ლოგიკა, გაუთანაბრა რა შეიარაღებული რევოლუციური ბრძოლა ტერორიზმს.

მაგრამ თუ ჩე გევარას ანალიზი სწორი იყო XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსათვის, მაშინ ის უფრო მეტად სწორია დღეს. XX საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან მოყოლებული     და განსაკუთრებით სსსრკ-სა და აღმოსავლური ბლოკის კრახის შემდეგ     სულ უფრო მზარდი სისწრაფით მიმდინარეობს პირველი სამყაროს მომპოვებელი დარგების დახურვისა და კონსერვაციის პროცესი და მომპოვებელი წარმოების გატანა მესამე სამყაროში. მოგვიანებით მას აქტიურად დაემატა სამრეწველო წარმოების ჩაბრუნების ტაქტიკა „პირველი სამყაროს“ ქვეყნებში და მისი გადატანა “მესამე სამყაროს” ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტროპოლია მატერიალურად სულ უფრო ღიად არის დამოკიდებული პერიფერიაზე, შესაბამისად კი, ხდება სულ უფრო მოხელთებადი მსოფლიო პარტიზანული ომის სტრატეგიისთვის.

თუ საერთაშორისო ეკონომიკის ექვსი განსხვავებული ცნობარის მონაცემებს გავასაშუალებთ, გამოდის, რომ 2000-2002 წლებში კაპიტალისტური მეტროპოლიის (ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ისრაელის ჩათვლით) პერიფერიაზე დამოკიდებულება ასე გამოიყურებოდა:

ენერგომატარებლების მიხედვით     52 % ( ხოლო თუ მხოლოდ ნახშირწყალბადიან ნედლეულს ავიღებთ, მაშინ 79 %);

მეტალებით     81 %;

ქიმიური წარმოებისათვის ნედლეულით     89%;

საკვების მეწარმეობის და სასოფლოსამეურნეო პროდუქციისთვის განკუთვნილი ნედლეულით     46 %;

ნედლეულით და მსუბუქი წარმოების მზა პროდუქციით;

თუმცა სინამდვილეში, ეს დამოკიდებულება უფრო დიდია, რადგან ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. მაგალითის სახით მაკილადორებს მოვიყვან. მექსიკელი მაკილადორები მათი იურიდიული სტატუსის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა. ასე, მესამე კატეგორიის ( ექსტერიტორილურობის უფლებით მოსარგებლენი) მაკილადორების პროდუქცია არ ხვდება მექსისკის სტატისტიკაში, არამედ ირიცხება აშშ-ს სტატისტიკით. მაგრამ ამასთან თვითონ საწარმოებიც განლაგებულია აშშ-ს საზღვრებს მიღმა, და მათში არა აშშ-ს მოქალაქეები, არამედ მექსიკელი მუშები შრომობენ ( რომელთაც ჩრდილოამერიკული სტატისტიკა, ცხადია, არ ითვალისწინებს). ამგვარად, გამოდის, რომ აშშ-ს ოფიციალური სტატისტიკა, თუ გავითვალისწინებთ ამერიკული კომაპანიების პროდუქციას, მაკილადორებში წარმოებულს, არამარტო სჭარბობს აშშ-ს წარმოების საერთო მოცულობას, არამედ ამაღლებს ამერიკელი მუშების შრომის მწარმოებლურობასაც.

არსებობს უამრავი კერძო მაგალითი, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის საგნების რეალურ წესრიგთან შეუსაბამობას ადასტურებს. ვთქვათ, მე ოდესღაც მქონდა აშშ-დან ჩამოტანილი კომპიუტერი. ყველა საბუთის მიხედვით ის ტარდებოდა როგორც სილიკონის დაბლობში წარმოებული „თეთრი აწყობის“ (белой сборки) PC. როცა კომპიუტერი გაფუჭდა და დაშალეს, აღმოჩნდა, რომ სილიკონის დაბლობში მხოლოდ დედა პლატა იყო დამზადებული, ხოლო დანარჩენი    ტაივანში, ინდონეზიაში, სინგაპურში, მალაიზიაში, ტაილანდში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში. მეორე მაგალითი: ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ, რომელიც ახლა მიუხენში ცხოვრობს, ქმარს სადღესასწაულო კოსტიუმი უყიდა     მაღაზიაში, რომელშიც მხოლოდ ძვირადღირებული გერმანული ტანისამოსი იყიდებოდა. ყველა დოკუმენტის მიხედვით გამოდიოდა, რომ კოსტუმი წარმოებულია სოლიდური და ცნობილი გერმანული ფირმის მიერ. და მხოლოდ მაშინ, როცა შარვალს შიგნიდან აუთოვებდა, ჩემმა მოსწავლემ ჩაკერილი პატარა იარლიყი აღმოაჩინა, რომლისგანაც გამომდინარეობდა, რომ კოსტუმი ბელორუსის ქალაქ ორშაში არის შეკერილი. ისევ და ისევ, უეჭველია, რომ ეს საქონელი სტატისტიკის მიხედვით მიჩნეულია როგორც გფრ-ში წარმოებული.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაპიტალისტური მეტროპილია („პირველი სამყარო“) კაპიტალისტური პერიფერიის („მესამე სამყაროს“) კოლექტიურ ექსპლუატატორად გადაიქცა. დასავლური მონოპოლიების მიერ „მესამე სამყაროდან“ მიღებული ზემოგების ხარჯზე, პირველი სამყაროს ქვეყნებში მიმდინარეობს     შემოსავლების გადანაწილების გადასახადების სისტემის საშუალებით     მოსახლეობის, მათ შორის მშრომელთა ფართო ფენების, მასობრივი მოსყიდვა. ეს ნიშნავს, რომ მეტროპოლია სულ უფრო იღებს  პარაზიტული წარონაქმნის აშკარა ხასიათს     მეტროპოლიის მსგავსად რომის იმპერიაში, რომელიც პროვინციებისა და მეზობელი მიწების ექსპლუატაციისა და ძარცვის ხარჯზე ცხოვრობდა.

თვითონ მმართველი ფენებისა და კლასების მიერ მშრომელთა მოსყიდვაში ახალი და გასაოცარი არაფერია: ეს ფენომენი დიდი ხანია აღწერილია მარქსიზმის კლასიკოსების მიერ “მშრომელი არისტოკრატიის” მაგალითზე. უბრალოდ დღეს ზემოგებათა გრანდიოზულობა შესაძლებლობას იძლევა, განავრცონ ეს სტრატეგია მოსახლეობის ბევრად ფართო ფენებზე.

ამავდროულად კაპიტალისტური მეტროპოლიის ქვეყნების მმართველი ფენები და კლასები, გამოიტანეს რა დასკვნა ბოლშევიკური და სხვა რევოლუციების გამოცდილებიდან, ატარებენ შეგნებულ პოლიტიკას, მიმართულს “პირველი სამყაროს” ქვეყნებში მუშათა კლასის რაოდენობის მაქსიმალურ შემცირებაზე, იმისათვის, რათა შეცვალონ მოსახლეობის კლასობრივი შემადგენლობა, გაზარდონ მცირე მესაკუთრეებისა და გართობისა და მომსახურების სექტორში დასაქმებული პირების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებულნი არიან მმართველი კლასის ინეტერესებზე და ხშირ შემთხვევაში უკვე პარაზიტულ ან ნახევრადპარაზიტულ სოციალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ვაჭრები, ლაქიები, მეძავები და ჯამბაზები გამოდევნიათ იმათ, ვინც საკუთარი შრომით მატერიალურ დოვლათს      ყოველგვარი ცივილიზაცის საფუძველს     აწარმოებს.

ეს ნიშნავს, რომ მემარცხენეთა ტრადიციული ორიენტაცია მეტროპოლიის ქვეყნებში მუშათა კლასზე, კრახისთვის არის განწირული: პირველ რიგში, იმიტომ, რომ მოსყიდული მუშათა კლასი, შეუძლებელია იყოს რევოლუციური, მეორე რიგში, იმიტომ, რომ თვითონ ეს მუშათა კლასი რაოდენობრივად ძალიან მალე მცირდება, რასაც, ცხადია, საზოგადოებაში მისი გავლენის დაცემამდე მიჰყავს. სოციალ-დემოკრატებისა და ლეიბორისტების დეგრადაცია ნეოლიბერალებად, სულაც არ არის შემთხვევითი და მით უმეტეს ვინმეს ბოროტი ნების პროდუქტი: ეს ბუნებრივი პასუხია დასავლეთ ევროპაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებზე.

აქედან გამომდინარეობს რევოლუციის პერსპექტივების არ არსებობა „პირველი სამყაროს“ ქვეყნებში (პარაზიტები და ექსპლუატატორები  ვერ იქნებიან რევოლუციონერები) და რევოლუციური ცენტრების გადანაცვლება „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში.  მემარცხენეებს „პირველ სამყაროში“ არ აქვთ მომავალი, თუ, რათქმაუნდა, მომავლად არ ჩავთვლით ევროპელი სოციალ-დემოკრატებისა და ლეიბორისტების სამარცხვინო გზის განმეორებას, რომლებმაც თავიანთ იდეალებს უღალატეს და მსხვილი კაპიტალის იარაღად იქცნენ.

უმაღლეს დონეზე ნათელია, რომ მეტროპოლიის ქვეყნების თანამედროვე მემარცხენეებმა ვერ შეძლეს ბრძოლის ვერავითარი სტრატეგიის შემოთავაზება, გარდა რეფორმისტულისა: ბრძოლისა უმცირესობების უფლებებისთვის, ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის, ემიგრანტებისა და უსახლკაროების უფლებებისთვის, გარემოს დაცვისთვის და ა.შ     ანუ შემოგვთავაზეს მოქმედებები, რომლებიც მიმართულია კაპიტალიზმის ნაწილობრივ გაუმჯობესებაზე (რაც  საშუალებას იძლევა კაპიტალიზმი მიმზიდველი გახდეს ადამიანთა უმრავლესობისთვის და ამგვარად, შემცირდეს სოციალიზმისთვის მებრძოლთა რიცხვი), და არა მის განადგურებაზე. ეს ყველაფერი, ცხადია, სრულებით უსაფრთხოა კაპიტალისთვის.

ზუსტად ასევე არ წარმოადგენს საფრთხეს კაპიტალისთვის ე.წ ანტიგლობალიზმი მითუმეტეს მისი ცინიკურად რეფორმისტული სახით,     რომელსაც ქადაგებს ATTAK-ი[viii] ( ფინანსური სპეკულაციებიდან პროცენტის გადარიცხვა გვთავაზობს ზრუნვას ამ სპეკულაციების განვითარებასა და გაფართოებაზე), და მისი კარნავალურობით, რომელიც ასე მოსწონთ დასავლელ მემარცხენეებს ( კარნავალი განსაზღვრებისამებრ არა ბრძოლა, არამედ სპექტაკლია     ჯერ კიდევ მეტერნიხი ამბობდა: სანამ ხალხი ცეკვავს, ის უსაფრთხოა).

ორგანიზაციულ პლანში კი ანტიგლობალისტების მიერ შემოტავაზებული სტრატეგია მასობრივი მოძრაობები “ტოტალიტარული”, მკაცრად ცენტრალიზებული ორგანიზაციების ნაცვლად     უპერსპექტივოა, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ეს მოძრაობები გამჭვირვალეა კლასობრივი მოწინააღმდეგისა და მისი სპეცსამსახურებისთვის, მეორე რიგში კი იმიტომ, რომ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ უკვე იპოვა და პრაქტიკაში გაოიყენა ამ სტრატეგიის შხამსაწინააღმდეგო: ისწავლა თვითონ შექმნას     მათ შორის ფინანსური მოსყიდვის საშუალებით კონტრრევოლუციური, რეაქციული ხასიათის მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობები. ეს აჩვენა “ფერადი რევოლუციების” გამოცდილებამ იუგოსლავიაში, უკრაინასა და საქართველოში (და რაც ნაკლებად ცნობილია     ბულგარეთსა და რუმინეთში).

თანამედროვე მემარცხენეებმა საკუთარი უბადრუკობა უკვე იმ ფაქტითაც გამოავლინეს, რომ ვერ შეძლეს ეთავად (არ ვამბობ: მოეხდინათ ორგანიზება) ვერცერთი შემთხვევა მასობრივი რადიკალური წინააღმდეგობისა ნეოგლობალიზმის პოლიტიკისადმი “პირველი სამყაროს” ქვეყნებში     დაწყებული ესპანეთში მეთევზეებისა და პორტის მუშების ქუჩის ბრძოლებიდან პოლიციასთან და  ფრანგულ ჰლმ[ix]-ებში არეულობებით დამთავრებული.

თუმცა, საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ “პირველი სამყაროს” იმ მემარცხენეებს, ვინც შეგნებულად გაიღებს საკუთარ ძალებს, მთელ თავის ცხოვრებას რევოლუციური ბრძოლისთვის “მესამე სამყაროს” ქვეყნებში. საკუთრივ, ცალკეულმა 60-70-იანი წლების დასავლელმა მემარცხენემ გვაჩვენა ეს მაგალითი XX საუკუნეში: ის ფრანგი, ესპანელი, იტალიელი ამხააგები, ვინც შეუერთდა გერილიას “მესამე სამყაროს” ქვეყნებში; ის ჩრდილოამერიკელი მემარცხენეები, ვინც აუცილებლად მიიჩნია წასულიყო ვენესუელაში, რათა უგო ჩავესის ხელისუფლების მრჩეველი გამხდარიყო, ასევე ისინიც, ვინც (როგორც რაფ-ი გფრ-ში) ღიად გამოაცხადა საკუთარი თავი „მესამე სამყაროს“ რევოლუციური ძალების შეიარაღეულ აგენტად „პირველ სამყაროში“.

ზოგადად რომ ვთქვათ, საბჭოთა პერიოდში მთელი მსოფლიოს მემარცხენე მოძრაობებისთვის მოსკოვიდან თავსმოხვეული თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ყველაზე მეტად განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები სოციალისტურ რევოლუციასთან ყველაზე ახლოს იმყოფებიან     არა მარქსისტული, არა დიალექტიკური, არა მეცნიერული, არამედ პოზიტივისტური თვალსაზრისია. თავად მარქსი დიალექტიკოსი იყო და შესანიშნავად ხვდებოდა, რომ საზოგაოებრივი პროგრესი კლასობრივად დანაწილებულ, ექსპლუატატორულ საზოგადოებებში მიმდინარეობს არა პოზიტივისტური სქემებით, არამედ იმ ძალების მიერ ხორციელდება, რომლებიც წინასწარ აღმოჩნდებიან ამ პროგრესის მსხვერპლნი,     და პირდაპირ წერდა ამის შესახებ “ფილოსოფიის სიღატაკეში”.

დღეს ერთადერთი პერსპექტიული გლობალური რევოლუციური სტრატეგია ხდება “მესამე სამყაროს” ქვეყნებში რევოლუციური კერების შექმნის სტრატეგია,  ამ კერებს შორის ჰორიზონტალური კავშირების დამყარება     “პირველი სამყაროს”, მისი ძირითადი იმპერიული კულტურული ინსტიტუტებისა და ენების იგნორირებით     შემდგომი შეიარაღაბული ბრძოლით, აჯანყებების ორგანიზებით, “გათავისუფლებული ზონების” შექმნით და ძალაუფლების დაპყრობით კონკრეტულ ქვეყნებში, რომლებიც შემდეგ შეგნებულად მსოფლიო რევოლუციური პროცესის ზურგის ბაზები უნდა გახდნენ.

ამ სტრატეგიის განხორციელება შეუძლებელი იყო XX საუკუნის დასაწყისში:  ბულშევიკურის მსგავსი სუპერეტატისტური რევოლუციები დე-ფაქტო წყვეტდნენ ბურჟუაზიული რევოლუციების ამოცანებს (ინდუსტრიალიზაცია, აგრარული საკითხის გადაწყვეტა და კულტურული რევოლუციის განხორციელება), და ამიტომ იმ დროინდელი პერიფერიის და ნახევრადპერიფერიის ქვეყნები (სადაც საკუთრივ ხორციელდებოდა ანტიბურჟუაზიული რევოლუციები) იძულებულნი იყვნენ მეტროპოლიის ქვეყნებისგან ესწავლათ, მიემართათ მათი კულტურისა და ტექნოლოგიებისადმი. უფრო მეტიც, ჰორიზონტალური კავშირები     კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განუვითარებლობის და მსოფლიოს ეროვნული განცალკევებულობის გამო     რთული დასამყარებელი იყო  პერიფერიის ქვეყნების რევოლუციურ ძალებს შორის (ამ მიზეზით, მაგალითად, ბრიტანეთის იმპერიის კოლონიების რევოლუციონერები იძულებულნი იყვნენ მეტროპოლიის ქვეყნების გავლით მეტროპოლიის ენაზე ეურთიერთად).

გლობალიზაციასთან ერთად ეს წინააღმდეგობანი ისპობა. უფრო მეტიც, არ არის თანამედროვე დასავლეთის კულტურისადმი მიმართვის საჭიროება, რადგანაც ის დეგრადაციის კულტურაა: XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მეტროპოლიის ქვეყნების კულტურასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, პოსტსტრუქტურალიზმისა და პოსტმოდერნიზმის მიერ გახრწნილებს, არ მოუვლენიათ მსოფლიოსთვის არანაირი სერიოზული მიღწევა ( რაც, სხვათა შორის, დამახასიათებელია პარაზიტული საზოგადოებებისთვის). XX საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმი ჯერ კიდევ აღმავლობას განიცდიდა, ბურჟუაზია     თუ შევხედავთ არა ნაციონალური, არამედ პლანეტარული თვალსაზრისით     ჯერ კიდევ მოწინავე კლასს წარმოადგენდა, რომელიც, პირველ რიგში, მატერიალურ წარმოებასთან იყო დაკავშირებული. დღეს კი კაპიტალიზმმა მონიშნა თავისი ხარისხობრივი განვიტარების საზღვრები, აგრძელებს რა მხოლოდ რაოდენობრივად განვითარებას, ამასთან მტაცებლურად ამოწურავს პლანეტარულ მარაგებს, ხოლო ბურჟუაზიის კლასი, პირველ რიგში, ფინანსების სფეროსთან არის დაკავშირებული და ამ სფეროშიც კი უპირატესად სპეკულატურ, ვირტუალურ კაპიტალთან. დღევანდელ კაპიტალიზმს არ აქვს ისეთი გამოცდილება, რომლის გადმოღებასაც ანტიკაპიტალისტური ძალებისთვის რაიმე აზრი ექნება.

მასკულტის გამარჯვება ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში, პოსტმოდერნიზმის გამარჯვება და უარის თქმა სამეცნიერო მიდგომაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, „მულტიკულტურალიზმის“ და „პოლიტკორექტულობის“ გამარჯვება სოციალურ ცხოვრებაში, ობსკურანტიზმის, ფუნდამენტალიზმისა და ნეოლიბერალიზმის გამარჯვება დასავლეთის იდეოლოგიაში     არ არის შემთხვევითი, არამედ კანონზომიერებაა, დაკავშრებული მეტროპოლიის პარაზიტულ ხასიათთან. თანამედროვე დასავლეთის ხელოვნებასა და ლიტერატურას, ფილოსოფიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს უკვე აღარ აქვთ არავითარი პროგრესული საზოგადოებრივი მნიშვნელობა (ეს დასავლელ მემარცხენეებსაც ეხება     საკმარისია შევადაროთ ტონი ნეგრის ღიად მასკულტური, ბულვარულობის ზღვარზე მყოფი ბესტსელერები “იმპერია” და “multitude”     მისსავე 60-70-იანი წლების ნამდვილად სერიოზულ და პიონერულ ნაშრომებს). ბოლოს და ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ იმ მომენტამდე, როცა შეიძლება და საჭიროც არის არ ვისწავლოთ კულტურულად განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებისგან (მათგან სასწავლი არაფერია), არამედ დამოუკიდებლად განვვითარდეთ ბურჟუაზიულ “კულტურასთან” დაპირისპირების ნიადაგზე.

სამწუხაროდ, „პირველი სამყაროს“ ტექნიკური უპირატესობის იგნორირება შეუძლებელია. და საუბარია არამარტო სამხედრო უპირატესობაზე, არამედ     უპირველეს ყოვლისა   პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სცენაზე, ორგანიზაციებსა და ინდივიდებზე, სოციალურ ქცევასა და სოციალურ მოქმედებაზე კონტროლის სფეროში უპირატესობაზე. იმპერიალიზმი     სპეცსამსახურების საშუალებით, რომლებმაც განსაკუთრებული უფლებები და უფლებამოსილებები მიიღეს (ამის გამო იყო კიდეც ატეხილი „ანტიტერორისტული“ ისტერია)     აქტიურად შეიმუშავებს და ნერგავს ცხოვრებაში ტოტალური თვალთვალისა და ტოტალური კონტროლის და შესაბამისად ტოტალური ჩაგვრის მეთოდებსა და მექანიზმებს.

ეს ნიშნავს, რომ     საერთო წესებით     გადარჩენას, გამაგრებასა და წინააღმდეგობის რევოლუციური კერების შექმნას მხოლოდ ის რევოლუციური ძალები შეძლებენ, რომლებიც გაუმჭვირვალე იქნება იმპერიალიზმისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რევოლუციურ ძალებს ავტონომიის ზონები სჭირდება. XX  საუკუნის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ავტონომიის ეფექტური ზონები ორგანიზაციის ისეთი ფორმებია, რომლებიც აიგნორებენ კლასობრივი და პოლიტიკური მტრის კანონებსა და ნებას და რომლებზეც მას არ შეუძლია ეფექტურად გავლენის მოხდენა, რადგან მათში მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაციას არ ფლობს. მაგალითად, ეს არის იატაკქვეშეთი და პარტიზანული რაზმი.

კლასობრივი და პოლიტიკური მტერი თავს ახვევს თამაშის თავის წესებს სახელმწიფოს, როგორც პირდაპირი კლასობრივი ჩაგვრის მანქანის და „სამოქალაქო საზოგადოების“ როგორც  (სახელმწიფოსგან ფორმალურად დამოუკიდებელი) კლასობრივი ჩაგვრის სისტემის მადუბლირებლის     მეშვეობით. თუმცა ჯერ კიდევ გრამში მიუთითებდა, რომ სწორედ კაპიტალიზმში ამ მადუბლირებელი რეპრესიული სიტემის     „სამოქალაქო საზოგადოების“     არსებობის გამო, რევოლუციური ძალები  მხოლოდ მაშინ  შეძლებენ გამარჯვებას, თუ ბურჟუაზიული “სამოქალაქო საზოგადოების” ინსტიტუტებს თავიანთ, ანტიბურჟუაზიულ „კონტრ-სამოქალაქო საზოგადოების“ ინსტიტუტებს დაუპირისპირებენ, ანუ ისეთ საზოგადოებრივ ატმოსფეროს შექმნიან, რომელიც გაუმჭვირვალეა მოწინააღმდეგისთვის და რომლის ტერიტორიაზეც  ის არ დაიშვება. XX საუკუნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს არის რევოლუციური კულტურისა და რევოლუციური “სამოქალაქო საზოგადოების” ინსტიტუტების ტერიტორია, რომელიც ყველაზე სრულყოფილად  გერილიის პრაქტიკაში ( ჩინეთის, ვიეტნამის, კუბის, გვინეა-ბისაუს, ნიკარაგუას გამოცდილება) განხორციელდა.

და მაინც სხვის ტერიტორიაზე     ბურჟუაზიული “სამოქალაქო საზოგადოების” ტერიტორიაზე     თამაშის მცდელობებმა გარდაუვალი მარცხი განიცადა, რამდენადაც ლეგალური მოქმედების სტრატეგიას წარმოადგენდა     მოწინააღმდეგის პირობებით, ამ საზოგადოების შიგნით ( „ჰეგემონიის დაპყრობის“ ილუზორული მიზნით), იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ბურჟუაზიული “სამოქალაქო საზოგადოების” დანგრევის, განადგურების სტრატეგია.

სტრატეგიულად სწორია არა ბურჟუაზიული “სამოქალაქო საზოგადოებისა“ და ბურჟუაზიული კულტურული ინსტიტუტების დუბლირება, არამედ უარის თქმა მათზე, მათი სხვა, ისეთი ინსტიტუტებით ჩანაცვლება, რომელთა შექმნასაც მოითხოვს მსოფლიო რევოლუციის უშუალო ამოცანები. 20-იანი წლების შემდგომი სსრკ და აღმოსავლური ბლოკის ქვეყნები სრულიად არაშემთხვევით კულტურულ (და ყოფით) პლანში ძალიან ბურჟუაზიულები იყვნენ: ისინი არ იყვნენ რევოლუციური ქვეყნები. ამ სამწუხარო გამოცდილებიდან, აუცილებელია დასკვნები გამოვიტანოთ და არ გავიმეოროთ საბჭოთა კავშირისა და სხვა სუპერეტატისტური ქვეყნების შეცდომები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკვე დღეს, საჭიროა 20-იანი წლების საბჭოთა რუსეთის, პირველი რევოლუციური წლების ვიეტნამის, კუბის, ნიკარაგუასა და სხვა მსგავსი რევოლუციების ადრეული რევოლუციური კულტურულ-საზოგადოებრივი გამოცდილების ზედმიწევნით შესწავლა (რა თქმა უნდა, კრიტიკული).

დაბოლოს, გამარჯვების მნიშვნელოვანი წინაპირობაა მსოფლიო იმპერიალიზმის ძირითად ენებზე უარის თქმა, პირველ რიგში ( და აუცილებელი თანმიმდევრობითაც) ინგლისურზე. აშშ, როგორც მსოფლიო ჟანდარმი, სრულიად შეგნებულად თავს ახვევს მთელ პლანეტას ინგლისურს, როგორც საერთაშორისო ენას: ეს  პლანეტაზე კონტროლს აადვილებს. არცისე შემთხვევითია ის, რომ რადიკალური ანტიბურჟუაზიული ძალების ყველა მიღწევა უკანასკნელს დროს (თუნდაც ლოკალური) განხორციელდა იქ, სადაც ეს ძალები აიგნორებდნენ ინგლისურ ენას (და ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მსოფლიო იმპერიალიზმის სხვა ენებისგანაც, ისეთებისგან, როგორიც არის ფრანგული და გერმანული): ეს არის ჩიაპასი, სადაც რევოლუციური პროპაგანდა მაიას ენებზე მიმდინარეობდა, ნეპალი და ინდოეთი, სადაც მაოისტი მეამბოხეები პროპაგანდას ადგილობრივ ენებზე ეწევიან ( და უკიდურეს შემტხვევაში     ჰინდიზე და ნეპალიზე). სხვაგვრად რომ ვთქვათ, მსოფლიო იმპერიალიზმს ეს წინააღმდეგობის კერები სწორედ თავისი იმპერიული თავდაჯერებულობის გამო გამოეპარა     დარწმუნებულობის გამო, რომ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინგლისურად იქნება გადათარგმნილი.

მეტროპოლიის ენების ბოიკოტი (აუცილებელი თანმიმდევრობით     ინგლისურის) პერიფერიის რევოლუციური ძალების ჰორიზონტალურ კავშირში     ერთმანეთის ენების ერთდროული შესწავლით     ამ ძალებს იმპერიალიზმისთვის კიდევ უფრო ნაკლებად აშკარად გადააქცევს  და შესაბამისად     უფრო სახიფათოდ მისთვის.

მსოფლიო რევოლუციის სტრატეგია როგორც მსოფლიო პარტიზანული ომისა,  რომელიც  მესამე სამყაროდან მომდინარეობს     ხანგრძლივი სტრატეგიაა (ლოკალური მასშტაბის მოქმედებებისთვისაც). გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის შეიარაღებული კერის მომზადება დიდ დროს მოითხოვს: ჩიაპასში აჯანყების[x] მომზადებას 20-25 წელი დასჭირდა; 20 წელი დასჭირდა პერუში გერილია “სენდერო ლუმინესოს” [xi] მომზადებას; მაოისტური გერილია[xii] ნეპალსა და ინდოეთში, გაჩაღებულია ორგანიზაციებით, რომლებიც მიწისქვეთში შეიქმნა ( ან გადავიდნენ მიწისქვეშ) 60-იანების ბოლოს; მძლავრი მასობრივი გამოსვლები ეკვადორსა და ბოლივიაში, 70-იანი წლების შუა რიცხვებში შექმნილი ინდური კავშირების მიერ იყო ორგანიზებული.  შესაბამისად, ამ სტრატეგიას საერთო არაფერი აქვს ყბადაღებულ „პუტჩთან“,  „რევოლუციის დღეს ან ხვალ მოწყობასთან“, რომელთა შესახებაც  საუბარი (და გაკრიტიკება) უყვართ ჩვენებურ და დასვლელ „აკადემიურ მემარცხენეებს“. ეს „აკადემიური მემარცხენეები“ თავიანთი კრიტიკით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სიმხდალე, საკუთარი უუნარობა აქტიური ბრძოლისა და სტატუს კვოს შენარჩუნებაში საკუთარი ანგარებიანი დაინტერესებულობა: ისინი მეტ-ნაკლებად კარგად არიან მოწყობილნი ბურჟუაზიული საზოგადოების შიგნით და ეშინიათ, რაიმე „მკვეთრი მოძრაობების“ შედეგად არ დაკარგონ ის, რაც გააჩნიათ. „აკადემიური მემარცხენეების“ საყვარელი საქმიანობაა ( ბურჟუაზიული აკადემიური ინსტიტუტებში მუშაობისა და ბურჟუაზიული აკადემიური ჟურნალებისთვის აკადემიური სტატიების წერისგან თავისუფალ დროს)     ეს არის „სამეცნიერო კონფერენციების“ ჩატარება. თუმცა მსოფლიო ისტორიისთვის არცერთი შემთხვევა არ არის ცნობილი, რომ სამეცნიერო კონფერენციებს სოციალური რევოლუცია წარმოეშვათ!

შეიძლება წინასწარ  განვჭრიტოთ, რომ რახან რევოლუციური ცენტრები კაპიტალისტურ პერიფერიაზე გადაადგილდნენ, მაშინ “ახალი პერიფერიის” ქვეყნები ( აღმოსავლური ბლოკის ყოფილი ქვეყნები), როგორც ნახევრად პერიფერიის ან ამ სტატუსზე პრეტენზიის მქონენი, უკანასკნელნი შეუერთდებიან რევოლუციურ ბრძოლას. ზოგიერთი მათგანი ისინი, ვინც ნამდვილად შეძლებს გახდეს ნახევრადპერიფერიის ქვეყანა (ჯერჯერობით ეს აშკარად მხოლოდ სლოვენიამ მოახერხა)     თვითონ ნახევრადპერიფერიულის სტატუსის გამო. დანარჩენები იმიტომ, რომ წარმატებული რევოლუციური მოძრაობისთვის ამ ქვეყნებში ორი პირობა უნდა შესრულდეს, რომელსაც არცისე ცოტა დრო სჭირდება:
1) უნდა მოხდეს თაობათა ცვლა     ისტორიული არენიდან უნდა წავიდეს  რევოლუციისთვის აშკარად უპერსპექტივო “საბჭოთა” თაობა, შემდეგ  კი იმათი თაობაც, ვინც მოწამლულია მოზარდობის ასაკში შეწოვილი აღვირახსნილი ანტკომუნისტური პროპაგანდით და აღფრთოვანებით შეხვდა კაპიტალიზმის შემოსვლას;

2) კვლავ უნდა ჩამოყალიბდეს კონტრრევოლუციური სტალინური  ბიუროკრატიის დროს განადგურებული დამოუკიდებელი რადიკალური მემერცხენე ოპოზიციური მოძრაობის ტრადიციები.

ბოლოს, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ რევოლუციური ძალების მიერ კაპიტალიზმისგან გათავისუფლებული ტერიტორიები,     ეს მთლიან ქვეყნებსაც ეხება სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მსოფლიო რევოლუციის ზურგის ბაზები. სსრკ-ს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყოველგვარი სხვა მიდგომა, სხვა სტრატეგია     დამღუპველია. ობიექტურად, დღევანდელ დღეს არ არსებობს პირობები მსოფლიო რევოლუციის მოსახდენად: არსად მსოფლიოში საწარმოო ძალები არ განვითარებულა იმდენად, რომ  ეკონომიკური ფორმაციისა და ინდუსტრიული წარმოების წესის საზღვრებს გასცდეს (ყველა ზღაპარი “პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე”  არის ბოდვა,  იმ პარაზიტულ ხასიათზე დაფუძნებული, რომელიც დღეს  “პირველმა სამყარომ” მიიღო. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ კაპიტალისტური ქალაქების მდიდარი კვარტლები ყოველთვის იყო “პოსტინდუსტრიული საზოგადოება”).  შესაბამისად, აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ანტიბურჟუაზიული და სოციალისტური რევოლუციის ცნებები, რომ არ მოვტყუვდეთ და სხვებიც არ მოვატყუოთ. მომავლის ანტიბურჟუაზიული რევოლუციები იძულებით სუპერეტატისტური იქნება და ამ რევოლუციების მიერ შობილი საზოგადოებები უკიდურესად არასრულყოფილი, სუპერეტატისტური, რომელთა არსებობის ერთადერთი გამართლება ის იქნება, რომ ისინი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულიი ანტიკაპიტალისტური ექსპერიმეტების ზონები გახდებიან (რომელთა მსვლელობაში გადარჩევის გზით ფორმირდება ახალი     პოსტბურჟუაზიული     კულტურა, ფსიქოლოგია და საზოგადოებრივი ურთიერთობები) და შეასრულებენ პლაცდარმის როლს სხვა ქვეყნების რევოლუციებისათვის, რომელთა ჯაჭვიც ბოლოს და ბოლოს მოსპობს მსოფლიო კაპიტალიზმს.

ამ აზრით, სუპერეტატისტური ქვეყნების (სსრკ-სა და სხვების) ნეგატიური გამოცდილება ფასდაუდებელია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს წარმოდგენა შევიქმნათ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ობიექტურად ემუქრება გამარჯვებულ ანტიბურჟუაზიულ რევოლუციებს.

სოციალისტური რევოლუცია, რომელიც შეიძლება მხოლოდ მსოფლიო რევოლუცია იყოს და რომელიც არ განვითარდება იმავე კანონებით, რა კანონებითაც ბურჟუაზიული და სუპერეტატისტური რევოლუციები ვითარდებიან,     შორეული მომავლის საქმეა. თუმცა ანტიბურჟუაზიული რევოლუციებს ხილვასა და მათში მონაწილეობის მიღებას ჩვენი თანამედროვენიც შეძლებენ. და ბოლოს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი ღიაა და თუ გლობალიზებად სამყაროში რაღაც მიზეზების გამო მემარცხენეები ვერ შეძლებენ ამ სტრატეგიის რეალიზებას, შესაძლოა ის პირველი სამყაროს რომელიმე სხვა მოწინააღმდეგემ განახორციელოს, მაგ. რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებიც დღეს დასავლური კაპიტალიზმისადმი რეგიონალურად დაპირისპირებულ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ მემარცხენეთა უმოქმედობის პირობებში შეიძლება გლობალურ ძალად გადაიქცნენ (და სწორედ ეს ანტიიმპერიალისტური პოტენცია ისლამურ რადიკალიზმს აქცევს დღეს  ასეთ მიმზიდველად მსოფლიოში     შემთხვევითი არ არის, რომ მხოლოდ გფრ -ში ყოველწლიურად 10 ათასი გერმანელი იღებს ისლამს).

 

2005 წლის 10 ოქტომბერი – 2006 წლის 18 იანვარი

 

გამოქვეყნდა ჟურნალ „მემარცხენე პოლიტიკაში“, #10 10-11 <2010>.

ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობა გამოქვეყნდა ჟურნალში “The Future Present” (L.), 2011. Vol. 1, N 1.

სტატია 2005 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტში საერთაშორისო კონფერენციაზე „Challenging Entangled Hegemonies in Central and Eastern Europe and Elsewhere“  წაკითხული მოხსენების საფუძველზე დაიწერა.

 

მთარგმნელის შენიშვნები

[i] გფს – განათლების ფედერალური სააგენტო

[ii] რიგობერტა მენჩუ (1959)     გვატემალელი პოლიტიკოსი და უფლებადამცველი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1992 წელს. ავტორი ავტობიოგრაფიული წიგნების „მე, რიგობერტა მენჩუ“(1983) და „საზღვრების გადაკვეთისას“. პრეზიდენტობის კანდიდატი 2007 წლის გვატემალის საპრეზიდენტო არჩევნებში.

[iii]  2007 წელს მაოისტებმა მოახერხეს, რომ ნეპალის პარლამენტს ახალი კონსტუტუცია მიეღო, რომლის მიხედვითაც მეფეს ჩამოერთვა სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველის სტატუსი. 2007 წლის 14 აპრილს ნეპალის ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა, რომელშიც 5 მაოისტი მინისტრი შედიოდა. 2008 წლის 10 აპრილს საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნებზე ნკპ (მ), რომელიც ძალაუფლების დროებით ორგანოდ განიხილებოდა, ამომრჩევლის ხმების 30 % მიიღო და 575 ადგილიდან მიიღო 220.

[iv] ფარკ-ეპ     კოლუმბიის შეიარაღებული რევოლუციური ძალები – სახალხო არმია (Fuerzas Armadas Revolucionarias de Colombia – Ejército del Pueblo, FARC-EP)     მემარცხენე რადიკალური დაჯგუფება. საკუთარ თავს მარქსის, ლენინისა და სიმონ ბოლივარის იდეების მიმდევრებად მიიჩნევენ. 2001 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარკ-ი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

[v]  მესამე ინტერნაციონალი (კომუნისტური)  1919 წლის 4 მარტს დაარსდა მეორე ინტერნაციონალის საპირისპიროდ, რომელმაც აშკარა იდეური კრახი განიცადა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, როცა მასში შემავალმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა დაიკავეს შოვინისტური პოზიციები, დაუჭირეს რა მხარი კლასობრივ მტერს საკუთარ ქვეყნებში, ანუ უარყვეს მარქსიზმის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც ინტერნაციონალიზმია. კომინტერნის შექმნის ინიციატორები ბოლშევიკები იყვნენ და მისი თავდაპირველი მიზანი მსოფლიო პროლეტარული რევოლუცის მოხდენა იყო. თუმცა მოგვიანებით, 1924 წელს იოსებ სტალინი აყალიბებს „ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში სოციალიზმის განხორცილების“ თეორიას, რომელიც შემდეგ ნიკოლაი ბუხარინმა განავითარა. ეს თეორია საფუძველშივე ეწინააღმდეგება მარქსისტულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სოციალიზმის(კომუნიზმის) განხორციელება მხოლოდ გლობალური მასშტაბით არის შესაძლებელი.  კომინტერნი 1943 დაიშალა.

[vi]  სუპერეტატიზმი     ალექსანდრ ტარასოვის შემოტანილი ტერმინია, რომლითაც ის საბჭოთა კავშირში არსებულ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას ახასიათებს. დაწვრილებით სუპერეტატიზმის შესახებ იხილით ლინკები: http://saint-juste.narod.ru/se.htm(რუსულად), https://gfist.wordpress.com/2015/12/01/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94/ (ქართულად)

 

[vii]  ზბიგნევ ბჟეზინსკი(1928)     პოლონური წარმოშობის ამერიკელი სოციოლოგი, პოლიტოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი იყო.

[viii] ATTAK –  ანტიგლობალისტური ორგანიზაცია საფრანგეთში.

[ix] ჰლმ     აშელემი, une habitation à loyer modéré საფრანგეთში, ალჟირსა და შვეიცარიაში. habitation à loyer modique – კვებეკში. იაფფასიანი საცხოვრებელი, რომელსაც აქირავებს სახელმწიფო ან კერძო ორგანოები. პირველად საფრანგეთში შეიქმნა 1950 წელს.

[x]  ზაპატისტების მიერ ორგანიზებული ჩიაპასის შეიარაღებული აჯანყება 1994 წლის 1 იანვარს დაიწყო და მასში 4 ათასამდე ზაპატისტა მონაწილეობდა. დასაწყისში ამბოხებულებმა შვიდ მუნიციპალურ ცენტრზე მიიტანეს იერიში და ოთხი დაიკავეს. თუმცა უკვე 2 იანვარს სახელმწიფოს წინააღმდეგობის გამო ზაპატისტები რთულად მისაწვდომ რაიონებში გადავიდნენ     მთიანი ჩიაპასის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ლაკადონის სელვას დასავლეთ ნაწილში. ამბოხებულების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ავიაცია. მეხიკოსა და სხვა ქალაქებში  ამბოხებულების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც მთავრობისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვდნენ. 12 იანვარს დაიწყო მოლაპარაკებები ამბოხებულებსა და ხელისუფლებას შორის. ამ დროისთვის ზაპატისტები ჩიაპასის შტატის 20 % აკონტროლებდნენ, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 140-ს შეადგენდა. დღეს ჩიაპასის ფედერალურ ტრასაზე ბანერზე ასეთ წარწერას ნახავთ: „თქვენ ზაპატისტების დაუპყრობელ მიწაზე იმყოფებით. აქ ხალხი მბრძანებლობს, ხოლო მთავრობა ემორჩილება.“

[xi] სენდერო ლუმინესო     აბიმაელ გუსმანის მიერ 1960 წელს პერუში დაარსებული მაოისტური ორგანიზაცია, რომელიც 1980 წლის 17 მაისს პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა.

[xii] 1996 წელს ნეპალის კომუნისტური პარტიის (მაოისტების) შეიარაღებულმა ფრთამ, „ნეპალის სახალხო არმიამ“ „განგრძობითი სახალხო ომი“ (სპეციფიური მაოისტური ტერმინი) დაიწყო „სამეფო ძალაუფლების, ფეოდალიზმისა და კასტური სისტემის“ წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი როლი სახალხო ომის მომზადებაში ინდოელმა მაოისტებმა (ნაკსალიტებმა) შეასრულეს, რომლებიც სამოციანი წლებიდან მოყოლებული იმავე შინაარსის ომს აწარმოებენ ინდოეთში. ისინი საკუთარ თავს „მოსახლეობის ღარიბი ფენების უფლებების დამცველებს“ უწოდებენ და იბრძვიან „მემამულეების წინააღმდეგ, რომლებიც გლეხების შრომას ექსპლუატირებენ“.

 

რუსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ნორიკ ბადოიანმა

ვინ მოგვპარა ახალი წელი

12483736_1070158826379484_622992575_n

პასუხი   გიგა ზედანიას  და ჩაკეტილ წრეს – სახელად ლეგიონი.

 

ბატონო რექტორო, თქვენ  ახალი წლის მაგიაზე  და დიდ წრეზე საუბრობთ, სადაც ადამიანი მუდმივად მოტყუებულია და წამიერად ბედნიერი.  ეს წამი ახალი წლის შემოსვლისას დგება.

საუბრობთ რომ ჩვენ ყველანი  ტყუილად ვართ სიახლის მოლოდინში, ილუზიაა როცა ვფიქრობთ, რომ წელს რაღაც უნდა შეიცვალოს. წმინდა  ფრანსისკის  მოსაზრებით ცდილობთ განგვანათლოთ და გვითხრათ რომ ხსნა არ არსებობს. გვითხრათ, რომ ეს წრე არასდროს დაინგრევა.

წმინდა ფრანსისკის განმანათლებელი მისი დიდი ბაბუა- ნეტარი მატიელო იყო. (ალბათ თავადაც მოგეხსენებათ)   ის კი  ამბობდა , რომ ეს წრე თავისთავად არ შექმნილა.  ეს წრე თავის დროზე პრივილეგირებულმა ჯგუფმა შექმნა და გვითხრა, რომ მისი დანგრევა შეუძლებელია. მანამდე სანამ არ განადგურდება თავად ეს ჯგუფი და სამყარო ამგვარი ფორმით.  ამ სითამამის გამო წმინდანი მოკლეს.

ლოგიკურია ვთქვათ რომ  ეს წრე დაინგრევა მაშინ ,როცა  ბედნიერება  და დოვლათი რამდენიმე ადამიანის პირად  საკუთრებაში არ იქნება შემოფარგლური. ამ დიდ წრეში ის პატარა წრე განიცდის რღვევას.

ალბათ  ეს მაშინ მოხდება ადამიანი ყველაფერს თავის სახელს რომ დაარქმევს და მეტი გამბედაობა ეყოფა. ამ დიდ წრეში ჩაკეტილი შიში და უიმედობაც განადგურდება.

რა აძლიერებს ამ უიმედობას და საერთოდ ვინ მოგვპარა ახალი წელი?  იმ ჯგუფმა, რომელიც ამ უბედურებით საზრდოობს . ალბათ მათთვის ყოველი დღე ახალი წელია.   ხშირად პირდაპირ თუ ირიბად ხელს აწერს ჩვენს საერთო ტრაგედიებს.   მაგალითისთვის, არ საუბრობს რომ ადამიანებს არ  გვაქვს  ერთნაირი სასტარტო პირობები.  რეპრესიული სახელმწიფოსთვის ეს ყველაფერი ნორმაა. როგორც ინტელექტუალთა ლეგიონისთვის, ვინც ამ ყველაფრის დასანგრევად არ იბრძვის.  საუნივერსიტეტო სირცეში ვსაუბრობთ კანტზე და პლატონზე, ამ დროს ჩვენი მეგობრებისთვის ეს სივრცე დაკეტილია, რადგან მათი მშობლები იმ პატარა წრეში არ ირიცხებიან.   ამ საუბრის დროს  პატარა წრეში მოთავსებული მამების შვილები  უფრო დიდი წმინდანების უნივერსიტეტებში სწავლობენ. უფრო ახლო შეხება აქვთ სამეცნიერო თემებთან.  გრძნობენ სტუდენტობის წლებს.

ამ საუბრის დროს  ასევე უამრავ სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი, იმავე მიზეზის გამო. რამდენიმე სტუდენტი ლექციას ვერ ესწრება, რესტორანში მუშაობს, სწავლის ფული რომ გადაიხადოს თვის ბოლოს. ნეტა რას იტყოდა წმინდა ილია? ის, ვისი სულიც ჩვენს უნივერსიტეტში ტრიალებს.

ამ საუბრის დროს მშენებარე სასტუმრო ინგრევა და რამდენიმე მუშა იღუპება. იგივე სურათია მაღაროებში.  ჩვენი მეგობრების მამები და დედები იღუპებიან არაფრის გამო. იმის გამო, რომ პატარა წრე მათზე არ ფიქრობს. პატარა წრეს არ სურს დაერღვეს კომფორტი;  ჩვენ სახლში დაბრუნებულს უიმედო გარემო გვხვდება და ვცდილობთ ეს ყველაფერი დავანგრიოთ.  ხშირად ვყვირივართ უნივერსიტების წინ, სამინისტროებთან,  იმ მაღაროებშიც ჩავდივართ… მაგრამ  პატარა წრის მკვიდრნი ხშირად გვეუბნებიან, რომ პოპულისტები ვართ და ანარქია გვინდა. არასდროს არ გვიგვრძვნია ვინმეს მხარდაჭერა. ეს ფანჯრებიც  ყოველთვის დაკეტილია (იმ წრის მსგავსად)

არც მაშინ  იღება ფანჯარა, როცა პრივილეგირებული ჯგუფები ჩვენზე ძალადობენ – ფორმიანები ბიძები გვაგინებენ და  საქმე-საქმეზე თუ მიდგა არც ძალის გამოყენებას ერიდებიან. არც მაშინ,როცა ჩვენს დედებსა და მამებს მიზერულ ხელფასს უგვიანებენ. არც  მაშინ, როცა შრომის ინსპექციის შექმნისთვის ვიბრძვით. არც მაშინ, როცა დამსაქმებელი ჩვენს შრომას უფასოდ ყიდულობს და  ამ ყველაფერს სტაჟირებას არქმევს. არც მაშინ, როცა აფეთქებენ კულტურულ მემკვიდრეობას და დოვლათი იმ პატარა წრეში მიდის. არც მაშინ, როცა სივრცე ეკოლოგიურად ნადგურდება.   ფროიდზე და მობი დიკზე საუბრის დროს ჩვენი თანატოლი თავს იკლავს,  ბევრი  კი სუიციდზე ფიქრობს. ჯონ ლოკზე საუბრის დროს ოჯახში ძალადობა ხდება.  ნეტავ რა  იწვევს ამ ყველაფერს?

თითქმის არასდროს გვესმის ამ ფანჯრიდან ხმა. თითქმის არასდროს…  მხოლოდ ორ შემთხვევაში  ისმის –  მაშინ როცა ჩვენ ბნელებს და  გაუნათლებლებს გვიწობენ მაღალ ტაქტზე მოკალათებულები. მეორე შემთხვევა კი მაშინ  დგება როცა საქმე საპატრიარქოს  პოლიტიკას ეხება. ჩემი მეგობარი წერდა, რომ არა ეს ინსტიტუტი, ინტელექტუალთა წრე სრულიად გაბანკროტდებოდა, რადგან მხოლოდ ამ თემის ირგვლივ შეუძლიათ ააგონ კრიტიკაო.    ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია  არ გავიზიაროთ ეს მოსაზრება.

ჩვენ კი არ შევწყვეტთ ოცნებას, ახალ წელსაც ახალი იმედებით შევხვდებით.  პირველ რიგში კი ამ რეალობის დანგრევას დავიწყებთ.

ალბათ  იმ პატარა წრით   დავიწყებთ.  იმედი მაქვს დაგვეხმარებით.

 

ალექსანდრე გაბელია